თსუ-ში პერსონალის საერთაშორისო კვირეული გაიმართება
საზოგადოება - 15:50, 21 May, 2018     1397
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, პერსონალის მეორე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა, რომელშიც ევროპის 10 ქვეყნის 20 უნივერსიტეტის 32 წარმომადგენელი მონაწილეობს. კვირეული UNESCO-ს ეგიდით და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინირებით იმართება.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე, ერაზმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში მეორედ ტარდება ასეთი რანგის შეხვედრა. 150 უნივერსიტეტი არის ჩვენი პარტნიორი მარტო ევროპის მასშტაბით, 121 პროექტი განხორციელდა ერაზმუს + ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი სტუდენტია ჩართული მობილობის სქემებში. მათ აქვთ საშუალება, რომ ევროპულ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება და შემდეგ დაუბრუნდნენ თავის ალმამატერს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.“

„საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის ინტერნაციონალიზაცია. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩამოვიდნენ ჩვენს უნივერსიტეტში და უშუალო შეხება ჰქონდეთ ქართველ სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ადმინსიტრაციულ პერსონალთან,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ.

ერასმუს + საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორის ლიკა ღლონტის განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველაზე წარმატებული სასწავლებელია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერასმუს პლიუს პროგრამის კონტექსტში - სტიპენდიების, პროექტების რაოდენობის მხრივ. იმედი გვაქვს, რომ კვირეული ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.“

„ესპანეთი, უფრო კონკრეტულად კი კორონას უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთობის გაღრმავებას,“- აღნიშნა კორონას უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა პამპინიმ.

კვირეულის მიზანია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობის გაზრდა და კონტაქტების გაღრმავება.

პერსონალის მეორე საერთაშორისო კვირეული 25 მაისამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42