ამერიკელი ღვინის იმპორტიორების ვიზიტი საქართველოში
საზოგადოება - 13:26, 20 May, 2018     1579

საქართველოს ამერიკელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი ეწვია, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting’’-ის დამფუძნებელ ჯული პეტერსონის ხელმძღვანელობით.

იმპორტიორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია (Speed Tasting) წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 25 მწარმოებლის ღვინოები. შემდგომ დღეებში იმპორტიორები ეწვიენ დეგუსტაციის შედეგად შერჩეულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მცირე მარნებს კახეთში. ათბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში ასევე შეხვდნენ მეწარმეებს, სადაც საუბარო შეეხო აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და დამკვიდრების გზებსა და შესაძლებლობებს.

ტურის ფარგლებში სტუმრები თბილისში დაესწრნენ „ახალი ღვინის ფესტივალს“ და ბუნებრივი ღვინოების ფესტივალს “Zero Compromise”.

ჯული პეტერსონს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი შეხვდა, სადაც განხილული იყო ქართული ღვინის ექსპორტის პერსპექტივები აშშ-ს ბაზარზე.

გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, ქართული ღვინის ექსპორტი იყოს მზარდი აშშ-ს ბაზარზე.

2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 106 ათასამდე ბოთლი, რაც 4%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42