თსუ-ს ღამის ექსპოზიცია
საზოგადოება - 13:22, 20 May, 2018     1264

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა კამპანიას „ღამე მუზეუმში“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენები და უნივერსიტეტის კაპელას კონცერტი წარმოადგინა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს და უერთდება კამპანიას ,,ღამე მუზეუმში“. ამ დღესთან დაკავშირებით თსუ-ს რამდენიმე საგამოფენო დარბაზში მუზეუმის და ბიბლიოთეკის ორგანიზებით ექსპოზიციებია წარმდგენილი. ჩვენ გამოფენაზე წარმოვადგინეთ მნიშვნელოვანი ძველი ხელნაწერები და დოკუმენტური მასალა, მემორიალური ნივთები, კონსტიტუციები რამდენიმე ენაზე, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული მასალები“.-განაცხადა თსუ მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.

ექსპოზიციის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: 1918-1921“ ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უნიკალური ექსპონატები და დოკუმენტები, რომელიც თსუ-ს მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ფონდებში ინახება. ცენტრალურ ფოიეში გამოიფინა 1918-1921 წლებში მიმდინარე განათლების რეფორმის შესახებ დოკუმენტები და ფოტომასალები, დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული დამოკიდებულების ამსახველი დოკუმენტები. „აქ წარმოდგენილია თითქმის მთელი არქივისა და ბიბლიოთეკის მასალები, რომლებიც აღწერს თუ როგორ ვითარდებოდა წლების წინ განათლების სისტემა, როგორ ზრუნავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ეს დოკუმენტები ასახავენ პროგრესს, რასაც მივაღწიეთ 100 წლის წინ“,-აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ირემაძემ.

მუზეუმის საგამოფენო დარბაზში კი გამოიფინა უნიკალური მასალები და ექსპონატები, რომელიც მხოლოდ თსუ ემიგრაციის მუზეუმშია დაცული: სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშისა და გერბის მაკეტები), სახელმწიფო ბეჭდებისა და ლუქების ნიმუშები, შტანდარტის კლიშე, დემოკრატიული მთავრობისა და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის მიმოწერები, საქართველოს კონსტიტუცია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე; პირველი დემოკრატიული მთავრობის ეპისტოლური მემკვიდრეობა, ოფიციალური დოკუმენტები; ემიგრაციაში წასული მთავრობის წევრების, საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტური მასალები.

ექსპოზიციაზე „უნივერსიტეტის თეატრი -100“ დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ ენახათ უნივერსიტეტის თეატრის ასწლოვანი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები, თეატრალური ესკიზები, ჟურნალ-გაზეთები, სიგელები, თეატრალური კოსტიუმები. გამოფენა ასახავდა 100 წლიან შემოქმედებით ისტორიას დაწყებული 1918 წლის დასიდან და მუსიკალური წრიდან დღემდე. სხვა ექსპონატებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კოტე ფოცხვერაშვილის პირადი ნივთები და მასალები საოჯახო არქივიდან. მათ შორის: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნის „დიდებას“ პირველი გამოცემა, 1918 წელს ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით გამართული კონცერტებისა და საღამოების პროგრამები და სხვა.

ღამის სტუმრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ფონდებში დაცული ცნობილი ქართველი მხატვრების ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ლევან ჭოღოშვილის, დიმიტრი ერისთავის, ირაკლი ფარჯიანის, გოგი ალექსი-მესხიშვილის და სხვათა ნამუშევრებიც დაათვალიერეს.

„მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი „ღამე მუზეუმში“, რადგანაც საშუალება გვაქვს ერთდროულად გავეცნოთ საინტერესო ექსპონატებს. ჩემთვის, როგორც ამ უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ასევე მნიშვნელოვანია გავეცნო ამ ბუმბერაზი უნივერსიტეტის 100 წლიან ისტორიას.“-აღნიშნა სტუდენტმა თამარ ლაშხმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42