რატომ ემსახურება თბილისის გენგეგმის პროექტი რუსეთის ინტერესს და უკარგავს დედაქალაქს განვითარების შანსს
საზოგადოება - 10:49, 18 May, 2018     2953
თბილისში ისეთი ამბები ტრიალებს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი შემკვეთის (თბილისის მერიისა) და შემსრულებლის („სითი ინსტიტუტი საქართველოს“) გარდა, მგონი, არც არავის ახსოვს. თუმცა ეს ის დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ამ ქალაქის მომავალსა და პერსპექტივას. 10 მაისს გენგეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფს კიდევ ერთხელ ჩასწორებული ვარიანტი უნდა მიეწოდებინა მერიისთვის, მერიას კი თავისი პასუხი 17 მაისს ეცნობებინა. პროცეს დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და ამიტომაც თბილისელებისთვის უცნობია, რა ხდება და როგორ აპირებენ მხარეები მათი მომავლის განკარგვას. მაგრამ, რადგანსითი ინსტიტუტი საქართველოსმიერ შემუშავებული დოკუმენტის ერთ-ერთი სლოგანიკომპაქტური ქალაქია (რის განხორციელებაც, სპეციალისტთა შეფასებით, სტაგნაციისკენ უბიძგებს დედაქალაქს) და ამის შეცვლას გენგეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფი უბრალოდ ვერ შეძლებდა, „ჰაბ ჯორჯიასაღმასრულებელ დირექტორს, ვასო ურუშაძეს გავეაუბრეთ კომპაქტური ქალაქის ავკარგიანობაზე.


– ჯერ
განვუმარტოთ მკითხველს: რას გულისხმობს კომპაქტური ქალაქის ცნება და არის თუ არა ეს მიდგომა მისაღები თბილისისთვის, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე?

– გასაოცარი იყო ის ფაქტი, როცა თბილისის განვითარების გეგმაში, თუმცა განვითარების გარდა ამ გეგმას ნებისმიერი სახელი შეიძლება, მივუსადაგოთ, კონცეფციის დონეზე აღმოვაჩინეთ, რმო თბილისი განხილული იყო, როგორც კომპაქტური ქალაქი. რომ ქალაქის გეოგრაფიული საზღვრები აღარ უნდა გაიზარდოს და კომპაქტური გახდეს დღევანდელ საზღვრებში. ეს, ერთი მხრივ, არის ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, აცდენილი რეალობას და, მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა, რატომ მოუვიდა გენეგმაზე მომუშავე ჯგუფს ეს იდეა. ჰგავს იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ხალხი რეგიონებში უნდა წავიდეს საცხოვრებლად, რაც დიდი აბსურდია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ორგანიზაციის მიზნებს, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი როგორც ბიზნეს და საგანმანათლებლო კუთხით, ისე კულტურული, ტურისტული, სამრეწველო…

– საფინანსო.

– დიახ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა საქართველოსა და მის დედაქალაქში გაიზრდება. ეს დღესაც ხდება, ბუნებრივად იზრდება ჩვენს დედაქალაქში მოსახლეობის რაოდენობა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის სახელმწიფოს სტრატეგია, თბილისი ინერციით იმკვიდრებს თავს რეგიონულ ცენტრად, განსაკუთრებით ჩვენი მეზობლებისთვის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩრდილო კავკასია. მათთვის თბილისი ხდება მიზიდულობის ადგილი: სავაჭროდ, გასართობად, ბიზნესისთვის და სხვა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და ეს არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შესაძლებლობა. ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ სერვისებზე, რადგან არ გვაქვს ბუნებრივი სიმდიდრეები, რომ ქვეყნის ისეთივე განვითარება შევძლოთ, როგორც ეკონომიკურად განვითარებულმა ქვეყნებმა, როგორიცაა სინგაპური, დუბაი, სტამბოლი. ერთადერთი ჩვენი შესაძლებლობაა სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნა და განვითარება, რომელიც იქნება ცივილიზაციათა ერთგვარი დამაკავშირებელი. ჩვენ ამის ისტორიული გამოცდილებაც გვაქვს და შეგვიძლია ამ როლის შესრულება: დავკავშიროთ ევროპა და შუა აზია, არაბული ქვეყნები, მათ შორის, რუსეთსაც და ერთგვარი ხიდი ვიყოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და მათ უნდა შევთავაზოთ მომსახურება: საფინანსო, იურიდიული, წარმოებითი თუ სხვა. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და მომავალშიც უნდა განვაგრძოთ, რომ დავიმკვიდროთ თავი რეგიონში, როგორც ცენტრმა. რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ იზრდება რაოდენობა მოსახლეობის, ვიზიტორების, ტურისტების.

– თბილისი ისეთივე პოპულარული ტურისტული ადგილია, როგორც საქართველოს რეგიონები, ტურისტთა არც თუ უმნიშვნელო ნაწილი სწორედ თბილისზე მოდის.

– რა თქმა უნდა. მთავარი პრობლემები, რაც დღეს ქალაქშია: „საცობები“ თუ ინფრასტრუქტურული უწესრიგობა, იმითაა განპირობებული, რომ თბილისში იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, ჩნდება მოთხოვნა საცხოვრებელ, კომერციულ ფართებზე და ქალაქი რეალურად გასული საუკუნის 90-წლების შემდეგ მნიშვნელოვნად არ განვითარებულა გეოგრაფიულად, ის მხოლოდ სიმაღლეში გაიზარად. სადაც იყო შესაძლებლობა, შენდებოდა საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ კრიზისამდე: გაუვალი გზები, გადატვირთუდი მოძრაობა… ელემენტარულ ანალიზსაც ვერ აკეთებს თბილისის მერია, გენგეგმის ჯგუფზე უკვე აღარაფერს ვამბობ, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში და რა არის პრობლემის სათავე. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ეს პრობლემები: წვიმის დროს ქალაქის სანიაღვრე სისტემა ვერ უზრუნველყოფს წყლის გამტარუნარიანობას.

– გენგემის პროექტში მიწისქვეშა კომუნიკაციების განვითარება საერთოდ არ არის განხილული, არც მიწისქვეშ არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემები.

– სისტემა, ვერც მიწისქვეშა, ვერც მიწისზედა კომუნიკაციები, უკვე ვეღარ ერევა პრობლემებს.. იგივე მდგომარეობაა ბაღების, სკოლების მხრივ. უამრავი კერძო ბაღი და სკოლა შენდება, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი ადგილები. რეალურად, პრობლემა უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ „საცობი“ თუ პარკირება. ამ კომპლექსური პრობლმის სათავე ის არის, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში თბილისს არ ჰქონია განვითარების ხედვა. თუნდაც, 2006-2007 წლებშიც მერიაში წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა გამოწვევები ექნებოდა ქალაქს ხუთი და ათი წლის შემდეგ, რომ შემუშავებულიყო განვითარების ისეთი სქემა, რომ თბილისს ეპასუხა იმ გამოწვევეისთვის, რომლებსაც დღეს ებრძვის. ამდენად, ჩვენ დღეს უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა იქნება ათი და ოცი წლის შემდეგ და პირველი ამოცანა უნდა იყოს ქალაქის განტვირთვა და გაფართოება, გეოგრაფიული გაზრდა, ქალაქის ცენტრიდან მნიშვნელოვანი ობიექტების გადატანა: სახელმწიფო, ბიზნესორგანიზაციების, რომ ქალაქის ცენტრის მაქსიმალურად დავუთმოთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას: სასტუმროებს, კვების ობიექტებს და სხვაგან გავაჩინოთ ბიზნესმიზიდულობის ცენტრები, ისე, როგორც ეს ხდება ისეთ განვითარებულ ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, პარიზი. ეს მაგალითები ხომ შეიძლება, გავიზიაროთ და გადმოვიღოთ?! მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ პრობლემებს თვალი გავუსწოროთ და თითქოს გამოჩნდა ნათელი წერტილი, ქალაქმა დაიწყო მუშაობა განვითარების გეგმაზე, იმ გეგმაში ვკითხულობთ სრულ აბსურდს, რომ არ უნდა გაიზარდოს ქალაქის გეოგრაფიული საზღვრები, ქალაქი უნდა იყოს კომპაქტური და იმავდროულად მათივე მესიჯ-ბოქსია, რომ ქალაქი არც სიმაღლეში უნდა გაიზარდოს და მშენებლობები უნდა აიკრძალოს. ანუ, ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში ამოწურულია მშენებლობების და, თან, აცხადებენ, რომ ქალაქის საზღვრები უნდა შეიზღუდოს, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ თბილისს მომავალი არ აქვს. თან, ლაპარაკობენ გენერალური განვითარების გეგმის სახელით: ეს არის ან ძალიან დილეტანტური მიდგომა, ან უბრალოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა. სხვა ახსნა ამას არ შეიძლება, ჰქონდეს. ეს იგივეა, 100 წლის წინათ რომ ეთქვათ თბილისის მმართველებს, ესაა თბილისი და ახალი უბნები აღარაა საჭირო: არც ვაკე, არც საბურთალო და მიეღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ აღარ განვითარდეს თბილისი. დაახლოებით, ამ გადაწყვეტილებას გვთავაზობს თბილისის გენეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა და დიდ დროს გვაკარგვინებს. დრო კი მუშაობს თბილისის წინააღმდეგ: ქალაქში იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, იზრდება მოთხოვნა ჩამოსვლაზე, აქ ცხოვრებაზე და ნაცვლად იმისა, რომ თბილისი ამ მოთხოვნას პასუხობდეს და შესაბამის პოლიტიკას ატარებდეს, საპირისპიროდ მოძრაობს, ამ გამოწვევის საწინააღმდეგოდ: მაქსიმალურად აფერხებს განვითარებას. შესაბამისად, ძალიან ახლოს ვართ კრიზისულ ზღვართან, როდესაც ცენტრის ეს მიზიუდულობაც დაიკარგება. თუ ადამიანი თბილისში ვერ იმოძრავებს, ვერც ფართს იქირვებს ან შეიძენს, ანუ თბილისი ვერ დახვდება მომზადებული იმ ადამინებს რომლებსაც თბილისი სჭირდებათ როგორც მიზიდულობის ცენტრი, ისინი სხვა ალტერნატივებს მიმართავენ. დღეს რეგიონში ეს ალტერნატივებია დუბაი, სტამბოლი და, რეალურად, მთელი რეგიონის ბიზნესი, ელიტის ქონება იქაა გადანაწილებული. მაგრამ იქაც იწურება რესურსი და ადამიანები იქაც ეძებენ ალტერნატივას და ცდილობენ რისკების დივერსიფიცირებას. და სწორედ თბილისია იდეალური ქალაქი, საქართველო – იდეალური ქვეყანა ამისთვის. ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ რეგიონის ალტერნატიული ჰაბი: კლიმატური პირობებითა და კულტურით დაწყებული და სტუმარმასპინძლობითა და სამზარეულოთი დამთავრებული; თან, ჩვენ გვაქვს თანაცხოვრების გამოცდილება როგორც სლავურ და ევროპულ, ისე აღმოსავლურ სახელმწიფოებთან. მაგრამ ამას სჭირდება სწორი სახელმწიფო პოლიტიკა.

– და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ყველასთვის არ არის ხელსაყრელი თბილისის რეგიონულ ცენტრად ქცევა. ანუ, ნებსით თუ უნებლიეთ, ვისი ინტერესების წისქვილზე ასხამს წყალს გენგეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფი ამ კონცეფციით? ისინი აპიარებენ კომპაქტური ქალაქის მესიჯს და მიაჩნიათ მნიშვნელოვან ნოვაციად. თქვენ რას მიაწერთ ამას: ასე ხედავენ უბრალოდ თუ ვინმეს დავალებას ასრულებენ? რატომ უნდა გინდოდეს, რომ შენი ქალაქი არ განავითარო?

– თუ ასე ხედავენ თბილისის მომავალს, ეს კატასტროფაა, თუმცა აქ ორი ვარიანტია: პირველი, რომ ეს არის მათი შინაგანი ხედვა, ადამიანებს განსხვავებული ხედვები აქვთ და იმავდროულად, არიან დილეტანტები და ეს თავიანთი ხედვა გადაიტანეს დოკუმენტში, თუმცა ასე არ უნდა ხდებოდეს და მეორე – რომ ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების წინააღმდეგ მიმართული, რაც არის რუსეთის ინტერესი. იმიტომ რომ ჩვენი განვითარება ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას. დღეს მოსკოვი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ბიზნესისთვის და ძალიან საგანგაშო ტენდენციაა მოსკოვისა და რუსეთისთვის, როდესაც რუსი ბიზნესმენები, ზოგადად, რფ-ის ან სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც დღემდე რუსეთში ჰქონდათ ბიზნესი, დაინტერესებულები არიან საქართველოთი და ცდილობენ, ნაწილობრივ საქართველოში გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესი და აქტივები. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესს, იმიტომ რომ რუსეთს არ უნდა, საქართველო და თბილისი გახდეს რეგიონის ცენტრი. რუსეთის ინტერესია, თბილისი იყოს ისეთივე ქალაქი, როგორებიცაა ერევანი, ბაქო, აშხაბადი, ტაშკენტი. ერთ დიდ იმპერიაში შემავალი გუბერნიები.

– დარჩეს პროვინციად?

– დიახ და არ უნდა, რომ თბილისი გახდეს მეგაპოლისი და აქ თავი მოიყაროს მთელი რეგიონის ფინანსურმა აქტივებმა, რადგან ეს უკვე უსაფრთხოებასაც ნიშნავს. იმიტომ რომ რუსეთი თავის ტანკებს ვეღარ შემოაგორებს, აქ რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორებს თავიანთი ინტერესები ექნებათ. თუ რუსეთი ეცდება სიტუაციის დაძაბვას, მას უკვე მხოლოდ საქართველოსა და რამდენიმე ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი კი არ გაუწევს წინააღმდეგობას, არამედ ნახევარი მსოფლიო. იმიტომ რომ მათი ფინანსები იქნება ფაქტორი. ამდენად, მხოლოდ რუსეთია წინააღმდეგი, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ჰაბი, მიზიდულობის ცენტრი და ერთ-ერთი ლიდერი ჩვენს რეგიონში. დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეს არის ფაქტები და ამ ფაქტებზე საუბარი მოგვიწევს. გავაკეთეთ ერთი განცხადება და მივმართეთ თბილისის მერიას, რომ ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა და თუ მერია აპირებს, მიიღოს ეს დოკუმენტი, როგორც ქალაქის განვითარების გეგმა, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. ვიცით, რომ გადაიხედა დოკუმენტი და ითქვა, რომ მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ექნება. ეს ნაკლებად საგანგაშოა, თუმცა, თუ გაჩნდა საშიშროება, რომ მერია ასე ბრმად გაიზიარებს გენგეგმის პროექტის მიერ შემოთავაზებულ პოლიტიკას, რომ თბილისი აღარ უნდა გაიზარდოს და კომპაქტურ ქალაქად ჩამოყალიბდეს, რა თქმა უნდა, ამას სერიოზული წინააღმდეგობას მოჰყვება და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და ჩავრთოთ ამ პროცესში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციის მხრიდან.

ანა ლეჟავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42