რამდენად მაღალია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა არსებული შრომის ბაზრის პირობებში
ასევე ხშირად და სამართლიანადაც ქართული ეკონომიკის ზრდას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უკავშირებენ, რომელთა შემოდინება უამრავ შიდა და გარე ფაქტორზეა დამოკიდებული.
თუკი ვთანხმდებით, რომ კაპიტალი და მისი ოდენობა კონკრეტულ ეკონომიკაში ცვლადი კომპონენტია, გავაკეთოთ დაშვება და წარმოვიდგინოთ, რომ FDI (Fორეიგნ Dირეცტ Iნვესტმენტ) უწყვეტი ნაკადით შემოდის საქართველოში და ეკონომიკის განვითარებისათვის საჭირო საწარმოო სამი ძირითადი კომპონენტიდან ერთი - კაპიტალი გვაქვს შეუზღუდავად. ყურადღებას დანარჩენ ორ კომპონენტზე შევაჩერებ.
მოგეხსენებათ, კიდევ ერთი კომპონენტის - მიწის ოდენობა და ხელმისაწვდომობა პირდაპირ კავშირშია კაპიტალის იმ მოცულობასთან, რომლის ათვისებაც ეკონომიკას შეუძლია.
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მიწის ოდენობაზე საუბარი შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს სოფლის მეურნეობით საქართველოს მოსახლეობის თითქმის 50%-ია დაკავებული, მაშინ როდესაც ეს დარგი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-ს შეადგენს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ მოსახლეობის ნახევარი ქვეყანაში შექმნილი დოვლათის მხოლოდ მეათედს აწარმოებს და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ამ მეათედითვე არსებობს.
მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ლიმიტირებული ოდენობის პირობებში, რამდენი და როგორი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, პოლიტიკური სტაბილურობის და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს გარდა, წარმოების მესამე კომპონენტზე - შრომაზეცაა დამოკიდებული.
მარტივად რომ ვთქვათ ინვესტორს აქვს კაპიტალი და იდეა. რაც უფრო მაღალტექნოლოგიურია იდეა, მით უფრო დიდ ინვესტიციას და მაღალი კვალიფიკაციის შრომას მოითხოვს მისი განხორციელება.
იმ პირობებში, როდესაც მიწა და მასში გაერთიანებული რესურსები სიმწირის გამო ვერ ქმნის ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტულ უპირატესობას, მაღალკვალიფიციური შრომა არის ხშირად ერთადერთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია მოიზიდოს მსხვილი და გრძელვადიანი ინვესტიციები და შექმნას სტაბილური სამუშაო ადგილები.
მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევის მიხედვით, საქართველოს შრომის ბაზრის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:
სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 46%, წარმოებაში მხოლოდ 11%. შედარებით დიდი რაოდენობა - 25% დასაქმებულია მომსახურების სექტორში, თუმცა მათი უმეტესობა დაკავებულია ვაჭრობით, რომელიც ასევე ხასიათდება დაბალი დასაქმების პროდუქტიულობით. რაც შეეხება ე.წ. "თანამედროვე ბიზნესს" და ფინანსურ სექტორს, აქ მომუშავეთა რაოდენობა საგრძნობლად მცირეა და არასასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 6%-ს შეადგენს.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს საშუალო და საშუალო არასრული განათლების მქონე მოსახლეობაში უმუშევრობა ნაკლებ პრობლემური საკითხია და მისი მაჩვენებელი 4-5%-ს არ აღემატება. ამავე დროს უმუშევართა 40%-ს აქვს უმაღლესი განათლება, რაც შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების მკვეთრ სხვაობაზე მეტყველებს.
ამის საილუსტრაციოდ დავუშვათ, რომ შეიქმნა იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენი სამსახურის მაძიებელიც არის დღეს საქართველოში, პროფესიათა იმ თანაფარდობით, როგორსაც ითხოვს დღევენდელი შრომის ბაზარი. ამ დაშვებითაც კი, მიუხედავად საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილებისა, უმაღლესი განათლების მქონე უმუშევართა 22% მაინც ვერ იპოვის შესაბამის სამსახურს. ახლადშექმნილი სამუშაო ადგილების 30% კი, რომლებიც პროფესიულ განათლებას მოითხოვენ, ვაკანტური დარჩება.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერთან ერთად საქმე გვაქვს სტრუქტურულ უმუშევრობასთან, რომლის გადასაჭრელად აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებაზე და სამსახურის მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებაზე.
ამავე დროს ქვეყნის განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს დასაქმების მაძიებელთა არა მხოლოდ დიპლომებით, არამედ შესაბამისი ცოდნითა და კვალიფიკაციით უზრუნველყოფა.
განვითარების ასეთი სცენარის კარგი მაგალითია ინდოეთი - ქვეყანა, სადაც Iთ ტექნოლოგიებში ინვესტირების და ამ სფეროს სწრაფი განვითარების მთავარი წინაპირობა ინვესტორებისათვის შესაბამისი უნარების მქონე ადამიანური რესურსის ხელმისაწვდომობა გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მომავლის პროგნოზირებაზე მეტად მისი დაგეგმვისა და თანმიმდევრული განხორციელების მომხრე ვარ, შრომის ბაზრის ზოგიერთი სოციალური პარამეტრი იმდენად კრიტიკულია, რომ პროგნოზირების საკმაოდ საგანგაშო საფუძველს იძლევა.
მსოფლიო ბანკის მონაცემით, ახალგაზრდების (15-24 წელი) ნაწილი, რომლებიც არ იღებენ განათლებას, არ მუშაობენ და არ არიან ჩართულები პროფესიულ სწავლებაში (ე.წ. NEET - Not in Education, Employment or Training) 31%-ს შეადგენს. მაჩვენებელი 3-4-ჯერ აღემატება ევროპულ ანალოგებს და ასეც რომ არ იყოს ძნელად პროგნოზირებადი არ არის როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, სადაც სხვა პრობლემებთან ერთად, ახალგაზრდა თაობის ადამიანური კაპიტალის (Human Capital) ერთი მესამედის ეფექტური გამოყენების პერპექტივა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ირაკლი ნადარეიშვილი
"რეფორმატორთა კლუბი"
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






