დღის განმავლობში მთელს საქართველოში დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.
18 მაისს დილით ჩოხაში გამოწყობილი ბაიკერები შემოივლიან თბილისის ქუჩებს სამოსის დღეს დაანონსებენ და მოქალაქეებს ნაციონალური სამოსით ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. თბილისში მთავარი ღონისძიებები ახალ აღმაშენებელზე გაიმართება. გამოფენები და კოსტიუმირებული მსვლელობა 18:00 საათიდან დაიწყება. 19:00 საათიდან მაყურებელს საინტერესო კონცერტები ელის: სანდრო ნიკოლაძის ბენდი „მუსიკალური ელარჯი“; სუხიშვილების ახალი თაობა, „ეგარი“ბენდი Refresh -ი & თორნიკე ყიფიანი & მარიამ აბდუშელიშვილი; ბენდი „ ჩვენებურები“ „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ
18 მაისი იქცა საზოგადოების მიერ თვითორგანიზებულ დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება.
ეროვნული სამოსის დღემ მთელს ქვეყანაში საზოგადოებრივი კამპანიის სახე მიიღო. რამდენიმე ცნობილი სასტუმროს მომსახურე პერსონალი ამ დღით სტურებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილნი ემსახურებოდნენ, მაგალთად მთაწმინდის პარკმა სამოსის დღე საკუთარი ძალებით აღნიშნა პარკის ტერიტორიაზე. გასულ წელს საქართველოს ეროვნული სამოსის საზღვარგარეთ 12 ქალაქში აღნიშნეს ქართულმა დიასპორებმა და საელჩოებმაც. მათ შორის, ვაშინგტონში, ლონდონში, დუბლინში, კიევში და კიდევ რამდენიმე ქალაქში.

მასალის გამოყენების პირობები






