ხვალ თსუ-ში გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა:1918-1921“ გაიხსნება
საზოგადოება - 17:10, 17 May, 2018     1406

18 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გამოფენა - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა:1918-1921“ გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორ ნაწილად. ცენტრალურ ფოიეში წარმოდგენილი იქნება 1918-1921 წლებში მიმდინარე განათლების რეფორმის შესახებ დოკუმენტები და ფოტო მასალები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დაარსებულ სკოლათა სიები, ცნობილ პირთა მასწავლებლებად დანიშვნის ბრძანებები, წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ გაგზავნის პროგრამის მასალები, დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული დამოკიდებულების ამსახველი დოკუმენტები. მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, თსუ ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება თსუ ემიგრაციის მუზეუმში დაცული უნიკალური მასალები და ექსპონატები: სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშისა და გერბის მაკეტები), სახელმწიფო ბეჭდებისა და ლუქების ნიმუშები, შტანდარტის კლიშე, დემოკრატიული მთავრობისა და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის მიმოწერები, საქართველოს კონსტიტუცია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე; პირველი დემოკრატიული მთავრობის ეპისტოლური მემკვიდრეობა, ოფიციალური დოკუმენტები; ემიგრაციაში წასული მთავრობის წევრების, საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტური მასალები.

ღონისძიებაზე ვლადიმერ ვოიტინსკის წიგნის „ქართული დემოკრატიის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება. მთარგმნელები: ქეთევან ქუსიკაშვილი, თამარ ხეტაშვილი. წიგნი 1921 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოიცა. გამოცემა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სრულყოფილ ნაშრომს წარმოადგენს, მასში განხილულია რესპუბლიკის თითქმის ყველა სფერო და მნიშვნელოვანი მოვლენები. წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ცენტრალური ფოიე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42