პაშა ბანკი "ბიას" მიერ ორგანიზებული მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია
საზოგადოება - 16:23, 17 May, 2018     918

15-16 მაისს „ბია“–ს ორგანიზებით და პაშა ბანკის პარტნიორობით სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში რიგით მეორე ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი – „საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა“ გაიმართა.

ფორუმი მიზნად ისახავდა რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნეს ცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვას და მეწარმეებისთვის ფინანსირების იაფი წყაროების გაცნობას.

„მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი საინვესტიციო ბიზნეს - ფორუმზე წელსაც პარტნიორის სახით არის წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში. როგორც რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ აქ ვართ, რათა გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მოვიძიოთ ახალი პარტნიორები.“ - აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

ფორუმის ფარგლებში პოტენციურ ინვესტორებს საშუალება მიეცათ მთავრობის და ბიზნესის პირველი პირებისგან გაცნობოდნენ მიმდინარე და სამომავლო პროექტებს ენერგეტიკაში, ტურიზმში, უძრავ ქონებაში და სოფლის მეურნეობაში. ადგილობრივ ბიზნესებს კი ჰქონდათ საშუალება მოესმინათ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების, კაპიტალის ბაზრების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული და კერძო კაპიტალის ექსპერტებისთვის.

ფორუმი სიტყვით გახსნეს EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და ბიას გენერალურმა დირექტორმა აიეტ კუკავამ. გამომსვლელებს შორის იყვნენ წარმომადგენლები სამთავრობო სექტორიდან: ირაკლი ქარსელაძე - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ასევე, საერთაშორისო კომპანიებიდან: S&P Global, Fitch Ratings, Google, Gryphon Emerging Markets, Omidyar Network, Finance-in-Motion, BlueOrchard Finance, ESPA და სხვა.

საინვესტიციო ფორუმმა 500-მდე დელეგატს უმასპინძლა, მათ შორის ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და ბიზნესმენებს, სამთავრობო პირებს, საელჩოების, სავაჭრო პალატების და ასოციაციების წარმომადგენლებს, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპიდან, ამერიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

2017 წლის საინვესტიციო ფორუმის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://youtu.be/0sR7MBGRf0Y





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42