"ვიღაცას დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენს თავსო" - ზუგდიდელი გეი მამაკაცების ისტორია
საზოგადოება - 16:16, 17 May, 2018     3868
17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 17 მაისი არის დღე, როდესაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია დაავადებათა კლასიფიკაციიდან ამოიღო.
გამოცემა "ლაივპრესი“ ორი ზუგდიდელი გეი მამაკაცის ისტორიაზე გვიამბობს, რომელსაც უცვლელად წარმოგიდგენთ:
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენცხოვრებას. მათთვის საქართველოში წლიდან წლამდე თითქმის არაფერი იცვლება, იმიტომ, რომ არ იცვლება თავად საზოგადოება. ბევრი ამ დრომდე ვერ ბედავს საკუთარ თავთან აღიაროს, რომ განსხვავებულია დანარჩენებისგან, მხოლოდ სექსუალური ორიენტაციით. ზოგი ამაზე თამამად იწყებს საუბარს, თუმცა ხშირ შემთხვევაში პასუხად რასაც იღებს, ეს გარიყვა და ზურგის შებრუნებაა.

ჩვენი ამბის გმირი 26 წლისაა. ის ზუგდიდში ცხოვრობს. ცოლი იძულებით მოიყვანა, ოჯახის და საზოგადოების მხრიდან წნეხის გამო. თუმცა ამ კომპრომისზე წასვლამ მთავარი პრობლემა - სიტყვიერთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფები თანაქალაქელებისგან ვერ მოაგვარა. ვერც ზიზღი დაძლია და ათვალწუნებული მზერა. ბევრი დღემდე გამარჯობის გარეშე ჩაუვლის. სამართალდამცველებისთვის არასდროს მიუმართავს. მსგავს გამოწვევებს ამ დრომდე მარტო ებრძვის. „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ პოლიციას არ ენდობა, რადგან როცა იგივე მიზეზით მეგობარს სცემეს, ისინი ფაქტს სიცილით შორიდან ადევნებდნენ თვალს.

ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, საზოგადოებამ თვითმკვლელობისთვის არაერთხელ უბიძგა. ქალაქის დატოვებისკენაც მოუწოდებდნენ. ამ ფონზე იძულებული გახდა ცოლი სურვილის წინააღმდეგ შეერთო. გოგოს თავიდანვე გაანდო საკუთარი სექსუალური ორიენტაცია. დღემდე მხოლოდ კარგი მეგობრები არიან და მეტი არაფერი.

„ცოლთან კარგი ურთიერთობა მაქვს. დღემდე ერთად ვცხოვრობთ. გვერდში მიდგას. კარგი ადამიანია. მართლა ვუყვარ და ამიტომაც დამთანხმდა. სქესობრივი ურთიერთობა არ გვაქვს“, - გვითხრა რესპოდენტმა, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს.

ჩვენი მეორე ამბის გმირი 18 წლისაა. პირველი პრობლემის წინაშე მაშინ აღმოჩნდა, როცა დედას გამოუტყდა, რომ ბიჭი უყვარდა. მაშინ და დღესაც ფიქრობს - დასამალი არაფერი ქონდა. გადაწყვეტილებაც თამამად მიიღო, ორი წლის წინ. რეაქცია მშობლისგან არ გაჰკვირვებია - თავიდან მოგიშორებენ, ამას თუ არ მიატოვებ, ყველაფერს დაკარგავ. მე ვიღაცას დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენს თავსო, - დაახლოებით ასეთი. მის მიმართ სიძულვილი იმ წუთიდან იგრძნო. გარკვეული ხნის მანძილზე დედასაც სხვა ადამიანს ეძახდა, მშობელი კი მოზარდისთვის მხოლოდ „ვიღაც ქალად“ იქცა. ოჯახზე უარი საკუთარი ინიციატივით თქვა და ლგბტ თემის უფლებების დამცველ ორგანიზაცია „იდენტობას“ მიმართა. არასამთავრობოს დახმარებით მალევე გააშვილეს, ზუგდიდის სასამართლომ დედამისს მშობლის უფლებაც ჩამოართვა და ერთი თვის მანძილზე მიახლოებაც აუკრძალა. მამას საკუთარი ორიენტაციის შესახებ მხოლოდ ახლახან გაუმხილა. მისი რეაქცია „არაადექვატური“ იყო, ცოლს ეჩხუბა და ოჯახიც დატოვა.
დედას ცოტა ხნის წინ შეურიგდა და ბოლო რამდენიმე თვე მასთან დაჰყო, ვიდრე საცხოვრებლად თბილისში, საყვარელ ადამიანთან ერთად გადავიდოდა.

„მე დღეს ომი მოგებული მაქვს. მეტი ომის მოგებას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ. დედასთან დავბრუნდი, რადგან ეგოისტი არ ვარ, ჰუმანური ადამიანი ვარ. გულს ვერ ვატკენდი და სამუდამოდ მასზე უარს ვერ ვიტყოდი. ჩემთვის დღეს არსებობს ხეები, გზები, მანქანები, მაგრამ საზოგადოება არა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩემი ცხოვრება არ დავთმე და ეს ყველამ დაინახა“, - უთხრა ახალგაზრდამ „ლაივპრესს“, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ.


მასალაში გამოყენებული ფოტო ეკუთვნის DutchNews-ს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42