იყო თუ არა აპრილის თვეში ჰაერის ტემპერატურა ნორმიდან გადახრილი - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები
საზოგადოება - 12:43, 17 May, 2018     1008

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილის თვეში ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ტერიტორიაზე ნორმის ფარგლებში, ან მცირედ მაღალი იყო. მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +1, +1.5°C შეადგინა. საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობ და ვაკე ტერიტორიაზე +11, +16°C-ის, ხოლო მთაში და მაღალ მთაში +6, +13°C-ის ფარგლებში აღინიშნა.

ტემპერატურის შედარებით მაღალი დადებითი გადახრების (+2, +3°C) მონაცემების განსაზღვრა სამხრეთ და დასავლეთ საქართვლოს ტერიტორიაზე ხდებოდა.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები ძირითადად, თვის ბოლოს დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +29, +31°C-ს კოლხეთის დაბლობზე მიაღწია.

თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა ქვეყნის უმეტეს ნაწილში თვის პირველ დეკადაში აღინიშნა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე -7, -3°C-მდე, ხოლო მაღალ მთაში -10, -8°C-მდე დაეცა.

ნალექების რაოდენობის მიხედვით, აპრილის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ მშრალი იყო და ნორმასთან მიმართებაში საშუალოდ, 40-60%-ით ნაკლები ნალექი აღინიშნა. შედარებით ნალექიანი იყო კახეთის რეგიონი, სადაც ნალექების თვის ჯამების მაქსიმალური რაოდენობა (70-160 მმ) მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (10-30 მმ) ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში აღინიშნებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42