დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით თბილისის ხელოვნების ბაზრობა იხსნება
კულტურა - 10:25, 17 May, 2018     1538

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით 17 მაისს, 15:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის ხელოვნების ბაზრობა - Tbilisi Art Fair გაიხსნება. ოთხდღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათი გალერეა და ორმოცი დამოუკიდებელი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას. მათ შერჩევაზე მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავა, რაც წარმოდგენილი ნამუშევრების მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა. თბილისის ხელოვნების ბაზრობის საბჭოს წევრებს შორის არიან რიტა იანსენი, ბოზარის (Bozar) მრჩეველი კულტურის სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ვ. ილინი, გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების ავტორი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.

თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი პროგრამები, ლექციები, მასტერ-კლასები და ღია ფორუმები. გარდა ამისა, გაიმართება პარალელური ღონისძიებები: Tbilisi Photo Festival - ქართული ფოტოგრაფიის რეტროსპექტივა - „აქ და იქ - რეალობაში და მის მიღმა“. გამოფენა 20 ავტორის ნამუშევარს აერთიანებს და ფოტოგრაფიის განვითარებას სამსაუკუნოვან ისტორიას აჩვენებს. ქართული ფოტოგრაფიის ასეთი გამორჩეული გამოფენა პირველად იქნება წარმოდგენილი ფართო აუდიტორიისთვის.

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა - „დაიკარგა თორმეტი ქალი“ თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში - აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნება. ნამუშევრები ემიგრაციის თემას ეძღვნება.

„ომი დროებით შეჩერებულია“ - ამ სახელწოდებით გაიმართება ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფური გამოფენა, რომელიც 20-მდე ხელოვანის ფოტო-ვიდეო ინსტალაციას, პერფორმანსს და ფერწერულ ნამუშევარს აერთიანებს.

თბილისის ხელოვნების ბაზრობის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის სტანდარტების შექმნას და განვითარებას.

Tbiisi Art Fair 2018-ის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი Check in Georgia, თბილისის მერია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, კუნსტ ჰალლე თბილისი, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის ფოტო ფესტივალი, თიბისი სტატუსი და სხვა ოცდასამი ქართული კერძო კომპანია. ღონისძიების ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია". დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.tbilisiartfair.art





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42