ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული და, ასევე, ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით აღჭურვილი იქნება. საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებული იქნება ბრაილის შრიფტი.
თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას აუქციონში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.
საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე სპეციალური ბარათების (მაგ. „მეტრომანი“) მეშვეობით.
საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: 1. მ/ს დიდუბე, ქვედა შესასვლელი; 2. ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ გულიას ქუჩა; 3. ჩაჩავას ქ. #1-ის მიმდებარედ; 4. ჭავჭავაძის გამზირი #30-ის მიმდებარედ; 5. მ/ს ისანისმიმდ. წამებულის ქ. #76 მოპირდაპირედ; 6. ორთაჭალის ავტოსადგურის მოპირდაპირედ გულიას ქ; 7. სააკაძის მოედანი; 8. ათონელის ქ. ალექსანდრეს ბაღი; 9. მ/ს დიდუბე. ზედა შესასვლელი; 10. ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთა; 11. სადგურის მოედანი 1; 12 რიყის პარკი-2; 13. მ/ს ავლაბართან; 14. კიკვიძის ბაღი-2; 15. კიკვიძის ბაღი -1; 16. საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია; 17. კუს ტბის მიმდებარედ; 18. ბაგები,სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე; 19. კახეთის გზატკეცილი-1 (ლილო); 20. კახეთის გზატკეცილი-2 (ლილო); 21. მტკვრის მარცხენა სანაპირო (ელიავას ბაზრობის მიმდ.); 22. აგლაძის ქუჩა #11ა მიმდ. (ელიავას ზედა შესასვლელთან); 23. დიღმის მასივი, მაიაკოვსკის სახ. სკვერი; 24. დიღმის მასივი, ე. მიქელაძის ქუჩა #12; 25. დ. აღმაშენებლის გამზირი #19, სკვერში; 26. გურამიშვილის ქუჩა მ/ს სარაჯიშვილი-ს მიმდ; 27. ც. დადიანის ქუჩა მ/ს ნაძალადევის მიმდ; 28. ც. დადიანის ქუჩა გადასასვლელი ხიდის მიმდ; 29. წინამძღვრიშვილის ქუჩა დეზერტირებისმიმდ; 30. ა. წერეთლის გამზირი დინამოს მიმდებარედ.


მასალის გამოყენების პირობები






