თსუ-ს საკალათბურთო გუნდის "თსუ-ჰიუნდაის" წევრები გიორგი შარბაშიძემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა
საზოგადოება - 18:40, 16 May, 2018     1369

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის ,,თსუ-ჰიუნდაის“ წევრები რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. „თსუ-ჰიუნდი“ “ა” ლიგის გამარჯვებული გახდა და 2018-2019 წლების სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს კალათბურთელებს ტრადიციის ღირსეულად გაგრძელება და წარმატება უსურვა: „წელიწადნახევრის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეერთიანებინა ჩვენი და ჰიუნდაის საკალათბურთო გუნდები, რაც აღმოჩნდა სწორი სტრატეგიული სვლა. იმედია „თსუ-ჰიუნდაის“ სპორტსმენები მიაღწევენ იმ დიდ წარმატებას, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა ჩვენ კალათბურთელებს - დაწყებული 1924 წლიდან, როცა უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა პირველი საკალათბურთო გუნდები. წლების განმავლობაში თსუ იყო ქვეყნის ჩემპიონი. ამიტომ ჩვენ ძალიან მაღალი თამასა გვაქვს მოთხოვნების. ვიმედოვნებ, რომ ამ გაერთიანებით წარმატებებს მივაღწევთ.“

,,თსუ და ჰიუნდაის ურთიერთობა დაიწყო წელიწადნახევრის წინ. ჩვენ წინა წელს მეორე ადგილი დავიკავეთ სუპერლიგაში, წელს კი გავიმარჯვეთ, წარმატებით დავასრულეთ ,,ა“ ლიგის ჩემპიონატი და სუპერლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. დიდი შრომა ჩაიდო ამ წარმატებაში. მიხარია, რომ თსუ დაუბრუნდა სუპერლიგას და დიდ კალათბურთს,“- აღნიშნა ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორმა დავით გიორგობიანმა.

„ჩვენ გუნდს საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვს დასახული და, იმედია, მომავალში წარმატებით გავაგრძელებთ სვლას სუპერლიგაში. ,,თსუ-ჰიუნდაი“ იქნება ერთ-ერთი მოწინავე პოზიციის მქონე გუნდი. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი“ – განაცხადა „თსუ-ჰიუნდაის“ კალათბურთელმა სანდრო სანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42