„ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის ფილიალს ახალი მენეჯმენტი ჰყავს
საზოგადოება - 13:01, 16 May, 2018     869

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ კახეთის ფილიალის ახალი მენეჯმენტი და თელავის მომსახურების ცენტრის მენეჯერი წარადგინა. რეგიონალურ ფილიალს ბერდია გოგლოძე უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალის დირექტორად მუშაობდა. რეგიონის მენეჯმენტის საკვანძო პოზიცებზე აგრეთვე დაინიშნენ ზურაბ ჯაფარიძე და ლერი კაკაურიძე. ახალი მენეჯერი ჰყავს თელავის მომსახურების ცენტრსაც, რომელსაც ლევან შავლაყაძე უხელმძღვანელებს.

2017 წლის აგვისტოში კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის შეძენის შემდეგ, ფილიალი 8 თვის განმავლობაში უშუალოდ სათაო ოფისის მენეჯმენტის მიერ იმართებოდა.

„ყველა წარდგენილი კანდიდატი არის კომპანიის გამოცდილი და დამსახურებული თანამშრომელი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებით გაართმევენ თავს ყველა გამოწვევას და პრობლემას, რომელიც მათ ელოდებათ რეგიონში, რა თქმა უნდა, იმ ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად, რომლებიც ყოველთვის საქმიანობდნენ აღნიშნულ რეგიონში. გამოწვევები კი ნამდვილად ბევრია, რადგან სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მიზნად დაისახა რეგიონში მომსახურეობის ხარისხის შემჭიდროვებულ ვადებში გაუმჯობესება და კომერციული მაჩვენებლების ზრდა, რისთვისაც დამტკიცებული გვაქვს საგრძნობლად გაზრდილი საინვესტიციო ფონდი. კონკრეტული პროექტები უკვე დაწყებულია და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რასაც აუცილებლად იგრძნობენ ჩვენი აბონენტები მთელი კახეთის მასშტაბით“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

კომპანიის ხელმძღვანელობამ აგრეთვე დაათვალიერა თელავისა და გურჯანის ახალი მომსახურების ცენტრები, რომლებშიც აბონენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ უნივერსალური მომსახურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42