სახალხო დამცველი შს სამინისტროს ნეონაცისტების წინააღმდეგ მოქმედებებს სთხოვს
საზოგადოება - 10:16, 16 May, 2018     1321
სახალხო დამცველი ეხმიანება 2018 წლის 13 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ პარალელურად მიმდინარე „ქართული მარშისა“ და სხვა ნეონაცისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებულ აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ.


"კერძოდ, 13 მაისს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონტრდემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის მუქარას, ფიზიკურ ძალადობასა და სხვა ძალადობრივ მოწოდებებს. გავრცელდა ინფორმაცია რუსთავი 2-ის ოპერატორისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, ფიზიკური დაპირისპირებისა და მუქარის შესახებ. ასევე, ნეონაცისტური დაჯგუფების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი იწყებენ სამოქალაქო გვარდიის რაზმების ჩამოყალიბებას.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრება და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ისეთი მოწოდებები, რომელიც არის ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის მათი განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს.[1] ასევე, ხელისუფლებას შეუძლია შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტა, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.[2] პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისას, აუცილებელია, შესაბამის პირთა ქმედებით ზიანი არ მიადგეს სხვა ადამიანთა უფლებებს, საფრთხე არ შეუქმნან სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული კონტრაქციის მონაწილეთა ქმედებები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ასევე, იკვეთება სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები.[3]

მიუხედავად იმისა, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონი იდგა, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ფიზიკური დაპირისპირების რისკი, კონტრაქციის მონაწილეები არაერთგზის ცდილობდნენ კორდონის გარღვევას. ასევე, აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაარღვია პოლიციის კორდონი და აცხადებდნენ, რომ აქციის დარბევას გეგმავდნენ. გავრცელდა ვიდეო კადრები, რომლიდანაც ირკვევა, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალს კონტრაქციის აქტივისტმა დაარტყა სახის არეში. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოავლინოს 13 მაისის კონტრაქციის დროს შესაძლო ყველა დანაშაულებრივი ქმედება და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება დამნაშავე პირთა გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე პერიოდულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. ამავდროულად აუცილებელია რომ მომავალში, ნეონაცისტური ჯგუფების შეკრების დროს დროულად შეაფასოს შესაძლო რისკები და მიიღოს შესაბამისი ზომები დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42