თსუ-ში დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დღეები ჩატარდა
საზოგადოება - 15:20, 15 May, 2018     984

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის კვირეული გაიხსნა. კვირეული თსუ 100 წლისთავს და დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტის (ამჟამად ინსტიტუტის) დაარსების 70-ე წლისთავს მიეძღვნა.

„დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი განსაკუთრებული ადგილი იყო საუნივერსიტეტო სივრცეში,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მან მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის წარმომადგენლებს ქვეყანაში ევროპული იდეების გავრცელებისთვის: „ჩვენი დიალოგი ევროპასთან ყოველთვის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტზე გადიოდა და მისი მეშვეობით ძალიან ბევრი სიახლე შემოდიოდა. ეს ყველაფერი დღეს ჩვენი განვითარების ქვაკუთხედია და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დღემდე ამ ფასეულობების სადარაჯოზეა.“

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა ინსტიტუტის უხუცესი წევრი დარეჯან სირია, რომელმაც უნივერსიტეტში მოღვაწეობის 67 წლის განმავლობაში ინგლისური ენის სპეციალისტთა მრავალი თაობა აღზარდა.

„ჩემთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დაჯილდოება,“- აღნიშნა დარეჯან სირიამ და ღონისძიების მონაწილეებს მიმართა: „დასავლეთევროპის ფაკულტეტი ნამდვილად მოწინავე ფაკულტეტი იყო ჩვენს უნივერსიტეტში. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი კადრი გამოუშვა. გიყვარდეთ თქვენი საქმე და გიყვარდეთ სტუდენტები.“

ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდა საჯარო ლექცია, დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებლის ერეკლე ტატიშვილისა და სხვა ცნობილი პიროვნებების შესახებ.

კვირეულის ფარგლებში, 16 მაისს გაიხსნება ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების კონფერენცია: „ინგლისური ფილოლოგია: გუშინ, დღეს, ხვალ.“ კონფერენცია ეძღვნება საქართველოსა და მთელ რეგიონში პირველი დოქტორი ქალი ანგლისტის მერი იანქოშვილის დაბადებიდან 100-წლისთავს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაში. კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი სექცია: თარგმანმცოდნეობა, ლექსიკოგრაფია, ლიტერატურათმცოდნეობა და ლინგვისტიკა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42