პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 14:07, 15 May, 2018     1312
პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს პრეზიდენტის სასახლეში ხელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მოაწერა. მისი მიზანი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის სააგენტოს, ბანკსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორები ერთობრივ პროექტებს განახორციელებენ ინოვაციური და სამეწარმეო გარემოს ფორმირების ხელშეწყობის, სტარტაპების საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო აქტივობების სტიმულირების მიმართულებებით.

საქართველოს პრეზიდენტის ადმნინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ტიპის ინიციატივაში სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობას. ყველა პროექტი უფრო მეტად ეფექტურია, როცა მასში ჩართულია სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორი.

,,ამ მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ უფრო მეტად გავაღრმავებთ თანამშრომლობას სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. მე მინდა ამ საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, რომელიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს ამ კუთხით და ასევე განსაკუთრებული მადლობა ,,თიბისი ბანკს”, რომელიც ამ მიმართულებით სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია. ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ კერძო სექტორისგან და პარალელურად უნდა დავეხმაროთ მას იმისთვის, რომ გვასწავლოს და ერთად შევქმნათ უფრო მეტი”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პარტნიორებმა პირველი პროექტის - „სტარტაპ კვირეული“ დაწყება დააანონსეს, რომელიც მაისის ბოლოს თბილისში და ივნისის ბოლოს ზუგდიდში ჩატარდება. კვირეულის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ კავშირებს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპ კვირეული თბილისში შეჯამდება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაუმართება სასტუმრო ,,ჰუალინგში’’ და რომელსაც გახსნიან და დაესწრებიან: საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები”, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42