რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
საზოგადოება - 10:17, 15 May, 2018     1566
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რებილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, დაიგება ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები. სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 მლნ 221 776 ლარს შეადგენს, შპს „ჰერიო“ ახორციელებს. პროექტი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, მიმდინარე წლის აგვისტოსთვის დასრულდება.


მიმდინარე სამუშაოები დღეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილეებთან გოჩა ლორიასთან და დავით კეკელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილთან, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

არსებულ გზას, რომელიც წლებია მთლიანად ამორტიზებული იყო, რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით უტარდება. სამუშაოების დასრულების შედეგად მოსახლეობა, ახალი და კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას.

ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2018 წელს, რუსთავში, ჯამში 12 მლნ ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42