„ჩვენ ვაწვებით ფაშიზმს... შეიარაღებულები ვართ. როცა მძინავს, მაშინაც ფაშისტი ვარ“ - ჭელიძე
საზოგადოება - 10:54, 15 May, 2018     21755


საქართველოში, საზოგადოების ერთი, ძალადობრივი ჯგუფი, ფიზიკურად თუ ვერბალურად ებრძვის ყველას და ყველაფერს, ვინც მათ მოსაზრებებს არ ეთანხმება. ამას "ქართული ღირსების" დაცვით ამართლებს, თვითონ კი ფაშისტური იდეოლოგის მიმდევარია.

32 წლის გიორგი ჭელიძე ერთი წელია, რაც ქართულ ფაშისტურ ორგანიზაციას „ საქართველოს ეროვნული ერთობა“ ჩაუდგა სათავეში. ორგანიზაციას მისალმება, იერარქია, მილიტარისტული პროპაგანდა, რასისტული განცხადებები და ის წესები აქვს, რაც მსოფლიო ფაშიზმს და რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალული და დასჯადია.

გთავაზობთ ფრაგმენტებს მისი ინტერვიუდან. სრული ვერსიის ნახვა კი შეგიძლიათ ჟურნალ "თბილისელებში."

"ჩვენ „ვაწვებით“ ფაშიზმს და ნაციონალ-სოციალიზმს, ჩვენ ვართ ამ მიმდინარეობის მიმდევრები. ჩვენ არ ვართ აგრესიული ძალა, ფაშიზმი არის ეროვნული იდეის სრულყოფა. ჩვენ ქართველ ფაშისტებს გვეძახიან, რაც ჩემთვის დიდი პატივია, სხვათა შორის, მე და მუსოლინი ერთ დღეს ვართ დაბადებული, რაც ძალიან სასიამოვნოა. ფაშიზმი ხომ საერთოდ მუსოლინის მოგონილია. ჩემთვის გმირია ყველა ის ქართველი ფაშისტი, ვინც გერმანიის მხარეს იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში.

ადამიანებს, ვინც ხდებიან ჩვენი წევრები, უნდა ჰქონდეთ ფაშისტური იდეოლოგია, ის აუცილებლად უნდა გამოიცადოს ერთგულებაში, ეს ჩვენი შიდაგანაწესია, რომელზეც ვერ ვისაუბრებ. ორგანიზაციის წევრები თავისი ადამიანური რესურსით ხვდებიან სხვადასხვა მიმართულებებში – იდეოლოგიის, პროპაგანდის, „დამრტყმელი ძალის“ და ასე შემდეგ.

გვყავს შავპერანგიანთა, ეგრეთ წოდებული, „დამრტყმელი ბატალიონები“, რომლებიც უზრუნველყოფენ წესრიგს ჩვენი აქციების დროს.

ჩვენი ორგანიზაციის წევრს არ აქვს უფლება, მოიყვანოს ზანგი ცოლი ან, უბრალოდ, შეუყვარდეს ასეთი ვინმე. ორგანიზაციაში ქალებს და მამაკაცებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, არ შეიძლება მათ ერთმანეთის მიმართ სიმპათია და ემოცია გამოხატონ, შეეხონ ერთმანეთს, როცა ყველა ერთად ვართ, თუმცა, ორ ფაშისტს თუ ერთმანეთი შეუყვარდება, ამას რა ჯობია,

მე როცა მძინავს, მაშინაც ფაშისტი ვარ. თანამებრძოლები ერთმანეთს ამ მისალმებით ვხვდებით. ვიყენებთ მოკლე მისალმებასაც, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი იყენებდა.

შეიარაღებულები ვართ, კანონის ფარგლებში ვატარებთ იარაღს. ორგანიზაციის წევრების უმეტესობას გვაქვს იარაღი: სანადირო თოფი, „ვინჩესტერი“, პისტოლეტი, ნახევრადავტომატური იარაღები, ვიცავთ მათი მოხმარებისა და გადატანის წესებს. ხმალი არაპრაქტიკულია, თორემ რატომაც არა. ძალიანაც გამიხარდებოდა, ქართველი მამაკაცები ეროვნულ ტანსაცმელს და ხანჯალს ან მაუზერს რომ ატარებდნენ. "


ცნობისთვის: სწორედ ეს ფაშისტური დაჯგუფება გამოვიდა "ქართულ მარშთან" ერთად 13 მაისს, პარლამენტის წინ მშვიდოაბიანი აქციის მონაწილე ახალგაზრდების საცემად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42