თსუ-ში გამოფენა „უნივერსიტეტის თეატრი - 100“ გაიხსნება
საზოგადოება - 10:50, 15 May, 2018     1409
15 მაისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „უნივერსიტეტის თეატრი - 100“ გაიხსნება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი გაეცნობა თეატრის დაარსების ისტორიას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა წლებში დასის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები, თეატრალური ესკიზები, ჟურნალ-გაზეთები, სიგელები, თეატრალური კოსტიუმები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან მალევე ჩამოყალიბდა სტუდენტური შემოქმედებითი წრეები, რამაც საფუძველი ჩაუყარა სტუდენტურ დასს. 1918 წლის მაისში უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი „კულტურული ღონისძიება“ მე-20 საუკუნეში გამოჩენილი მსახიობის ვიქტორ გამყრელიძის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე იყო. უნივერსიტეტი ასევე გამოეხმაურა მსახიობ ნინო ჩხეიძის 25 წლის იუბილეს. 1919 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ქართული მუსიკის კათედრა, ლექტორად კი იმ დროს უკვე ძალიან ცნობილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნის ავტორი კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი მიიწვიეს. ამ დროსვე დაარსდა თეატრალური დასი, რომლის რეჟისორად ალექსანდრე წუწუნავა მოიწვიეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი საგამოფენო მასალა დაცულია თსუ ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში.

ღონისძება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

მისამართი: ი.ჭავჭავძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42