საქართველომ მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის სიგელი მიიღო
კულტურა - 14:35, 13 May, 2018     1999

იტალიის მეღვინეობით ცნობილ პიემონტეს რეგიონში გამართულ ღონისძიებაზე „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის“ საპატიო სიგელი საქართველოს გადაეცა.

საზეიმო ღონისძიება ისტორიული ციხესიმაგრე „Grinzane Cavoir“-ში ჩატარდა და მასზე მოწვეული იყვნენ იტალიის პიემონტეს რეგიონის ადმინისტრაციის, სამეცნიერო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მევენახეები და მეღვინეები. საქართველოდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი გიორგი ეზურგბაია.

შეხვედრაში მონაწილეობდა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს დიპლომები გადასცა ქალაქ ალბას მერმა ბატონმა მაურიციო მარელომ.

დაჯილდოება გაიმართა ეგიდით - „იუნესკოს საგანძური“. გასულ წლებში ანალოგიური ჯილდოები გადაეცა ტოკაის (უნგრეთი), მენდოზას (არგენტინა) და ბურგუნდიის (საფრანგეთი) მეღვინეობის სახელგანთქმულ რეგიონებს.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო პიემონტეს მეღვინეთა საზოგადოება „Enoteca Regionale Piemontese Cavoir“ და მისი პრეზიდენტი, სენატორი ტომაზო ძანოლეტი.

საქართველოს მევენახეობის ლანშაფტები, მისი ღვინის და მევენახეობის ისტორიის ღირსშესანიშნავი ეტაპები, ქართული ვაზის გენოფონდი, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია და ზოგადად ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა - სტუმრებს დოქტორმა ჯოვანი ტეზიომ, პროფესორმა ოსვალდო ფაილამ (მილანის უნივერსიტეტი) და დოქტორმა დონატო ლანატიმ წარუდგინეს.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები, რომლებიც წარმოადგინა „მეღვინეობა ხარებამ“ - ქვევრში ტრადიცული ტექნოლოგიით დაყენებული საფერავი, ოცხანური საფერე და მწვანე კახური. იტალიურმა სანერგე „რაუშედომ“ წარმოადგინა ევროპული სტილის ექსპერიმენტული ღვინოები - რქაწითელი, მწვანე კახური, საფერავი და ალექსანდროული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42