„რაც ვნახეთ გუშინ, როგორ განვითარდა მოვლენები, ჯერ „ბასიანთან“ და მერე პარლამენტის შენობის წინ, იყო წარმოუდგენელი ამბავი. სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ქმედებას არავინ ელოდა, კონკრეტულად პოლიციის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ეს არის თავდასხმა კონკრეტულ ბიზნესსექტორზე, ჩვენ ასევე ვნახეთ ძალის გადამეტების კონკრეტული ფაქტები, როგორ ურტყამდნენ ადამიანებს და როგორ ტენიდნენ მანქანაში, მათ შორის მეც.
არაფერი დამიშავებია, ერთადერთი რასაც ვითხოვდი, იყო ის, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოსულიყო და დამლაპარაკებოდა, ამის გამო ამწიეს ჰაერში, გამაქანეს და სამი საათი გავატარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მშვიდად, წყნარად, ძალიან კარგად მექცეოდნენ. თუ ვინმეს ილუზიები ჰქონდა, რომ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შეიცვლება, ეს ილუზია აღარავის აღარ აქვს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






