“ევროპის დღეები 2018” – თსუ-ში ღონისძიება გაიმართა
საზოგადოება - 20:19, 11 May, 2018     1859

„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრები ქლერ მუდი, მიჰაილ გალერი და რომან სტრასერი შეხვდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდა თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე. მისი თქმით, - „სტუდენტების მხრიდან საინტერესო კითხვები დაისვა და აქტუალური საკითხები წამოიჭრა. სტუდენტების კითხვებზე პასუხები სტუმრების მხრიდან იყო ამომწურავი. ასეთი შეხვედრები ევროკავშირისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ.

შეხვედრაზე სტუმრებმა სტუდენტებთან ერთად ისაუბრეს, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესზე და იმ მიდგომებსა და მოსაზრებებზე, რომელებიც ევროკავშირში არსებობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

„დღეს გვქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა გავსაუბრებოდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვართ საქართველოში. თუმცა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, გაგვეგო სტუდენტების მოლოდინები, თუ რას ელიან ისინი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისგან. ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა და სტუდენტებიც კმაყოფილები დარჩნენ ჩვენთან საუბრით,“ - აღნიშნა ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრმა ქლერ მუდიმ.

თსუ საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტის, ვაჟა დათუაშვილის თქმით, სტუდენტებმა დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი და საინტერესო პასუხები მიიღეს. „დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, როგორც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ისე უნივერსიტეტის ჭრილში. სტუმრად გვყავდნენ მნიშვნელოვანი სტუმრები ევროპარლამენტიდან. სტუდენტებმა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია იმ მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი პასუხები მივიღეთ სტუმრებისგან და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ხშირად იქნება მსგავსი დისკუსიები“.

ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭო ევროპარლამენტში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფიდან აერთიანებს წევრებს. ჯგუფის საქმიანობის მთავარი მიზანია იმ კავშირების გამყარება, რაც უკვე არსებობს ევროკავშირს, ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42