„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.
კვლევა მოიცავდა კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებირივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
კითხვაზე - „გვეშველება თუ არა რამე“ – 59% აცხადებს რომ გვეშველება, 30% მიიჩნევს რომ არ გვეშველება, 11%-მა კი არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
მასალის გამოყენების პირობები






