მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, მეთოდური რესურსი, ჟურნალი "მასწავლებელი," 10 წლის გახდა. ჟურნალის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ჟურნალი „მასწავლებლის“ ავტორები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
საზეიმო მიღებაზე შეჯამდა 10 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და გამოიფინა პროგრამის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები (ჟურნალი „მასწავლებელი“, ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, მასწავლებლის ბიბლიოთეკის წიგნები, სამეცნიერო - რეფერირებადი ჟურნალი „განათლების მეცნიერება“).
ჟურნალ „მასწავლებლის“ 10 წლის საიუბილეო მიღებაზე დაჯილდოვდნენ ის ადამიანები ვინც ათი წლის მანძილზე უწყვეტად მუშაობენ ჟურნალში და მონაწილეობას იღებენ საგანმანათლებლო რესურსების შექმნაში, ჟურნალ მასწავლებლის დიზაინერი, მხატვარ-ილუსტრატორი, ტექსტების სტილისტ-კორექტორები, ტექტების რედაქტორები, ჟურნალისტები და მასწავლებელი ავტორები.
ჟურნალი „მასწავლებელი“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსია და მასწავლებლის პროფესიის რეგულირების გზაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესში, მასწავლებლისათვის ინფორმაციის დროული, საჯარო გზით მიწოდებას ემსახურება. ჟურნალი „მასწავლებელი“ საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს გადაეცემა საჩუქრად.
მასალის გამოყენების პირობები