როგორ დაკმაყოფილდა გენგეგმის პროექტით სამივე მხარე, ანუ გარიგება თბილისურად?!
საზოგადოება - 10:31, 11 May, 2018     5825
დედაქალაქის მერიასა და „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტზე დავა, რომელშიც ოპოზიაც ჩაერთო (დამოუკიდებლად წოდებულ ალექსანდრე ელისაშვილით დაწყებული და „ნაციონალური მოძრაობითა“ და მისი ყველა განაყრით დასრულებული, რომლებიც კბილებით იცავდნენ დედაქალქისთვის, ფაქტობრივად, გამოუსადეგარ პროექტს) იმით დასრულდა, რომ ამა წლის 13 აპრილს დედაქალაქის მერიამ და „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ 2015 წლის 15 ოქტომბერს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ცვლილებები შეიტანეს.


თუმცა მანამდე აწ უკვე კახა კალაძის მეთაურობით თბილისის მერიამ პრინციპული პოზიცია დაიჭირა და საჯარო განხილვისას „სითი ინსტიტუტსა“ და მის პოლიტიკურ მხარდამჭერებს, ცხადია, დაინტერესებულ საზოგადოებასაც, თავისი შენიშვნები წარუდგინა პროექტისადმი. რაც ოპოზიციამ „სითი ინსტიტუტისთვის“ სახალხო სასამართლოს მოწყობად შეაფასა (პოლიტიკური ქულების დასაწერად და, სავარაუდოდ, იმ ჯგუფისა თუ ჯგუფების წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, რომელთა ინტერესი, სამწუხაროდ, იკითხება გენგეგმის პროექტის ლაიტმოტივად).

პროცესმა პოლიტიკური ელფერი მიიღო (როდესაც უკვე აღარავის აინტერესებს დედაქალაქის სამომავალო განვითარების პერსპექტივა და შესაძლებლობები), საზოგადოებას კი „სითი ინსტიტუტი“ ისეთი ლოზუნგებით აწონებს თავს, როგორიცაა კომპაქტური ქალაქი (რომლის შინაარსი, ფაქტობრივად, არავინ იცის), შეკავშირებული ქალაქი (რაც ლამაზად ხვდება ყურს, მაგრამ, რაკი სატრანსპორტო კვლევა არაა ჩატარებული, ჩემს მტრებს თუ ვუსურვებ ასე შეკავშირებას), მტკვარზე გემებით სეირნობა (რაც ისეთიე უტოპიაა მომდევნო 20 წლის განმავლობაში, როგორც თბილისში კოსმოდრომის აშენება) და ასე შემდეგ დაუსრულებლად.

ოღონდ აქვე უნდა შევნიშნო, რომ „ახალი საქართველოს“ თავკაცმა გიორგი ვაშაძემ პროექტი უღმერთოდ დაიწუნა (თუმცა პოლიტიკურ დაპირისპირებაში მერიის წიანაღმდეგ ისიც ჩაერთო) და მეოცე საუკუნის ჩამორჩენილი ქალაქის პროექტიც უწოდა.

ასე იყო თუ ისე, პროცესი მიჩუმათდა (მხოლოდ მტკვარზე გემებით სეირნობის ტკბილი ზმანება დარჩა). „სითი ინსტიტუტი საქართველოც“ უჩვეულოდ დაუტკბა და გაუყუჩდა დედაქალაქის მერიას, ოპოზიციაც ჩაცხრა, თუმცა მანამდე კომპანიის ხელმძღვანელები საკმაოდ აგრესიულსა და არაკორექტულ განცხადებებს აკეთებდნენ მერიის ხელმძღვანელობის მისამართით, რაც, სავარაუდოდ, არა მხოლოდ ინკოგნიტო ჯგუფების წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შიშით იყო განპირობებული, არამედ დარჩენილი დაფინანსების – 800 000 ლარის მიუღებლობაზე შფოთითაც. იმიტომ რომ, მილიონამდე ლარი თბილისის „საცობიან“ ქუჩებში ნამდვილად არ ყრია. სხვათა შორის, გენგეგმის პროექტი საერთოდ არ ეხება თბილისში „საცობების“ განტვირთვის თემას (მოტივით, ეს გენგეგმის საქმე არ არისო).

იმასაც შეგახსენებთ, რომ ამასობაში გენგეგმის პროექტის მეექვსე ეტაპის ჩაბარების პროცესი გაიწელა (უკვე კახა კალაძის მერობისას) და, რაკი შემკვეთმა მერიამ შენიშვნები დაახვავა, შემსრულებელმა „სითი ინსტიტუტმა“ კი ხელშეკრულების პირობები დაარღვია, შემკვეთმა შემსრულებელი დააჯარიმა, იმას გარდა, რომ კანონით გათვალისწინებულ ყველა ვადას გადასცდა გენგეგმის პროექტის ჩაბარება ან არჩაბარება, ანუ დედაქალაქის მერიას ყველანაირი იურიდიული საფუძველი ჰქონდა (თავი რომ დავანებოთ გენგეგმის პროექტის შინაარსობრივ ხარვეზებს, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია, თუ ის თავიდან არ დაიწერა), მაგრამ გამწვავებას (ან ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო) ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და, როგორც მოგახსენეთ, ამა წლის 13 აპრილს, თბილისის მერმა, კახი კალაძემ, ერთი მხრივ; თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, მეორე მხრივ და „სითი ინსტიუტმა საქართველომ“, მესამე მხრივ, ცვლილებები შეიმუშავეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში. მხარეებმა ცვლილებების აუცილებლობა საჯარო ინტერესით ახსნეს, თუმცა, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ცვლილებების მიზანი „სითი ინსტიტუტისთვის“ დარჩენილი დაფინანსების მიღების შესაძლებლობის საფუძვლის შექმნაა.

არსებული ხელშეკრულებით (ცვლილებებამდე) „სითი ინსტიტუტმა“ იმდენჯერ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, დედაქალაქის მერიას გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული ნებისმიერ დროს შეეძლო ხელშეკრულების შეწყვეტა (საამისოდ მას ყველანაირი იურიდიული საფუძველი გააჩნდა). ამასთან, დარჩენილი დაფინანსების – 800 000 ლარის არგადახდა და დაკისრებული ჯარიმების მოთხოვნაც, იმიტომ რომ პროექტის მიღების ან დაწუნების კანონისმიერის გარდა ყველანაირი გონივრელი ვადა ამოიწურა.

ამის ნაცვლად, 2018 წლის 13 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით, თბილისის მერიამ შემკვეთს, ანუ „სითი ინსტიტუტს“ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გაუხანგრძლივა. შესაძლოა, იმიტომ რომ ხელშეკრულებაშივეა აღნიშნული, რომ მხარეებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ უთანხმოებები მოლაპარაკებებით გადაწყვიტონ, მიმწოდებელი, ანუ „სითი ინსტიტუტი“ (ცვლილებებით ასე დაერქვა) ვალდებულებას იღებს, რომ 2018 წლის ათი მაისის ჩათვლით უზრუნველოს ის, რაც ვერ შეძლო 2015 წლის 15 ოქტომბრიდან მოყოლებული (თავს აღარ შეგაწყენთ ციტატებით ცვლილებებიდან. იხილეთ თანდართულ ფოტოზე): რუკების რევიზიით დაწყებული და გენგეგმის პროექტის შედარებითი ანალიზით დასრულებული.

რაც მთავარია: ცვლილებებით, თბილისის მერია აღარ დააჯარიმებს „სითი ინსტიტუტს“, რადგან, ცვლილებების შემდეგ, უქმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების მექანიზმები (საურავები, ჯარიმები და სხვა) და მერია „სითი ინსტიტუტს“ გადაუხდის არა 800 000, არამედ 738 400 ლარს (მერიის მიერ „სითი ინსტიტუტისთვის“ მეექვსე ეტაპზე აღმოჩენილი დარღვევების გამო დაკისრებული ჯარიმები ბევრად აღემატება 800 000-ს მინუს 738 000-ს, ანუ 62 000 ლარს, ოღონდ მათი გადაუხდელობა „სითი ინსტიტუტს“ კიდეც შერჩა და მათი ნაწილი კიდეც ჩამოეწერა).

ცვლილებებით, „სითი ინსტიტუტსაც“ წმენდენ ნამუსს, რომ თანხის შემცირება არამც და არამც არ ნიშნავს ხელშეკრულების საერთო ფასის შემცირებას ან ურთიერთმოთხოვნის გაქვითვას (მეორე მხრივ, თუ არ ნიშნავს, რატომ არ ახდევინებენ უკვე დაკისრებულ ჯარიმებს?!).

ერტი სიტყვით, 10 მაისს „სითი ინსტიტუტმა“ მერიას უნდა წარუდგინოს მეექვსე ეტაპის თავისი საბოლოო ვერსია, 17 მაისამდე მერიამ გაწეული სამუშაოს რევიზია უნდა ჩაატაროს და მიღება-ჩაბარების აქტიც გააფორმოს.

შესაბამისად, ორ კვირაში, ანუ მაისის ბოლოს მერია „სითი ინსტიტუტს“ თეთრ–თეთრ ჩაუვლის 600 000 ლარს (აი, იმ სამუშაოში, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ და რის მოსწრებაც გამორიცხულია 10 მაისამდე), ხოლო დარჩენილ 138 400 ლარს კი – 2018 წლის ოქტომბრის 15-მდე (იმიტომ რომ 2018 წლის 30 სექტემბრამდე მერია საკონსულტაციო რეჟიმში იტოვებს „სითი ინსტიტუტს“).

საინტერესოა, რომ ცვლილებები, რაც, როგორც მასშია მითითებული, 2015 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, არც კი ითვალისწინებს იმ ალბათობას, რომ მერიამ შესაძლოა, „სითი ინსტიტუტის“ ნამუშევარი დაიწუნოს.

უდიდესი ალბათობით, დედაქალაქი მხოლოდ „იდეების ყუთად“ თუ გამოიყენებს „სითი ინსტიტუტის“ ნამუშევარს, რასაც ფრანგი ექსპერტი ერიკ ჰიუბრეხტი ჯურ კიდევ 2017 წლის მაისში ასაბუთებდა იმიტომ, რომ პროექტი არარეალისტურია, მიუხედავად მისი ავტორების მტკიცებისა, რომ მსგავსი პროექტი ამ მზის ქვეშ არ შობილა.

ამდენად, გაუგებარია, რატომ გახდა იძულებული მერია, უკან წაეღო თავისი დასაბუთებული და ლოგიკური შენიშვნები პროექტისადმი? რატომ ვერ იქნებოდა უკვე გადახდილი ორი მილიონი ლარი საკმარისი? რატომ გადაწყვიტა, დამატებით 738 400 ლარიც ეფეშქაშებინა კომპანიისთვის პროექტში, რომელსაც დედაქალაქი ვერაფერში გამოიყენებს?!

ხოლო, რაკი 2018 წლის ათ მაისს იწურება ყველანაირი ვადა და გენგეგმის პროექტის მეექვსე ეტაპის საბოლოო ვერსია გასაჯაროვდება (წესითა და რიგით), აუცილებლად გაგაცნობთ, თუ რა შეცვალა თუ არ შეცვალა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ თავის პროექტში და, რაც მთავარია, რამ დაატკბო ასე მხარეები დედაქალაქის მომავლის ხარჯზე.

მიხეილ ბოლქვაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42