- - -
"- ჟურნალისტი: მოდით ცოტა რამ საფრანგეთსა და საქართველოზეც ვთქვათ. საფრანგეთი, ასე ვთქვათ, თქვენს ფილმებში, გამოხატავს ერთგვარ იდეალიზებულ, ელეგიურ წარმოდგენას საქართველოზე, ხოლო თანამედროვე საქართველო წარმოდგენილია, როგორც მუდმივი ომების ადგილი, ისვრიან ქვემეხები, ხალხი ერთმანეთს ესვრის. თქვენ ასეთი წარმოდგენა გაქვთ ქვეყანაზე?
- ოთარ იოსელიანი: მე ვფიქრობ, რომ ქვემეხები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ისვრიან და არა პირიქით...
- ჟ.: მე არ მითქვამს, რომ ისინი რუსეთს ესვრიან.
- ო.ი.: საქართველოში ქვემეხები არ ისვრიან, არავინაა ვისაც უნდა ესროლონ.
- ჟ.: იყო სამოქალაქო ომები, იყო აფხაზეთის ომი...
- ო.ი.: აფხაზეთის ომი რუსეთის მიერ იყო თავს მოხვეული. აფხაზეთი ქართული სამთავროა, რომელიც სტალინმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკად გადააქცია, ხოლო ოსეთი, ავტონომიურ ოლქად, ეს მაცაბლების სამფლობელო იყო. სოჭი ჩემს შორეულ წინაპრებს ეკუთვნოდათ, ორჯონიკიძემ კი ის რუსეთს აჩუქა. თუ რუსეთმა ყირიმი წაიღო, მაშინ დაგვიბრუნეთ სოჭი.
* * *
- ჟ.: კრიტიკოსები თვლიან, რომ "მთვარის ფავორიტებიდან დაწყებული, თქვენი ფრანგული ფილმები ქართული ხასიათის ფრანგულ ნიადაგზე გადატანაა. თქვენთვის არსებობს რაიმე მსგავსება საქართველოსა და საფრანგეთსშორის?
- ო.ი.: მსგავსება, შეიძლება არის, ოღონდ არა იმ საფრანგეთთან, რომელიც მე დამხვდა. არის ასეთი ძველი ფრანგული სიმღერა: "მრგვალიმაგიდის რაინდებო, მითხარით, ღვინო კარგია? თუ ის კარგია, მე ხუთ-ექვს ბოთლს დავლევ". საფრანგეთში დღეს მაქსიმუმ 2 ბოკალს სვამენ. საქართველოში კი დღემდე - 5-6 ბოთლს..."
მასალის გამოყენების პირობები