საზეიმო მიღებაზე შეჯამდება 10 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და გამოიფინება პროგრამის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები (ჟურნალი „მასწავლებელი“, ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, მასწავლებლის ბიბლიოთეკის წიგნები, სამეცნიერო - რეფერირებადი ჟურნალი „განათლების მეცნიერება“).
ღონისძიებაზე დაჯილდოვდება ის ადამიანები, ვინც ამ დროის განმავლობაში ქმნიდა საგანმანათლებლო რესურსებს მასწავლებლებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის და პოპულარიზაციას უწევდა მასწავლებლის პროფესიას.
ჟურნალი „მასწავლებელი“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო-საგანამანათლებლო რესურსია და მასწავლებლის პროფესიის რეგულირების გზაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესში, მასწავლებლისათვის ინფორმაციის დროული, საჯარო გზით მიწოდებას ემსახურება. ჟურნალი „მასწავლებელი“ საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს გადაეცემა საჩუქრად.
მასალის გამოყენების პირობები