"პირადად მოვთხოვთ კითხვებზე პასუხს"- ძიუდოისტები კომისიის შექმნას მიესალმებიან და ყრილობაზე დასწრებას გეგმავენ
სპორტი - 12:47, 10 May, 2018     6962
ძიუდოში მიმდინარე მოვლენების შესასწავლად კომისიის შექმნას ძიუდოისტები მიესალმებიან, მათი თქმით სასურველია, რომ კომისიამ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს, რადგან შექმნილი ვითარების გამო, ძიუდოისტები ზარალდებიან.

„ვუსმინეთ მინისტრს, მოვისმინეთ მათი აზრი, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აქტიურად ჩართვისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციას, ჩვენ მივდივართ ბილტმორში, ყველა ერთად და იქ გავესაუბრებით ბატონ დავითს. დავუსვამთ შეკითხვებს, რაც იყო დაგროვილი. როგორც ის ამბობს არანაირი პრობლემა არ ყოფილა. კიდევ ერთხელ დავუდასტურებთ ჩვენს პოზიციას, გავაცნობთ პრობლემებს და ვნახოთ რა პასუხს გაგვცემს“- განაცხადა ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღება მალე უნდა მოხდეს, რადგან სპორტსმენებს ვარჯიშები უცდებათ:

„ეს ინიციატივა ჩვენთვის მისაღებია, ჩვენ იმასაც ვითავისებთ, რომ ეს იურიდიულად სწორად ხდება, მაგრამ ჩვენ ყოველდღე გვაკლდება ვარჯიში, არ შევდივართ ტატამზე. მე ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო მალე უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება, დღეს ჩვენ მივდივართ და პირადად მოვთხოვთ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც ჩვენ გვაქვს, ის ამბობს, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს და ყველაფერს ლამაზად ხატავს, ამ ლამაზი ნახატის უკან კი სულ სხვა რეალობაა.“- განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

შეგახსნებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრთა უმრავლესობა, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, მათი თქმით, ქართულ ძიუდოში შექმნილი სავალალო ვითარება სწორედ დავით ქევხიშვილის არასათანადო მუშაობის შედეგია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42