რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთაველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მიულოცა
საზოგადოება - 14:29, 09 May, 2018     2043
ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, ვეტერანებისთვის პირადი მილოცვით დაიწყო.


ქალაქის მერი და გუბერნატორის მოადგილე მეორე მსოფლიო ომის ორ რუსთაველ მონაწილეს, მარგალიტა წერეთელსა და ბონდო მანჯგალაძეს სახლში ესტუმრნენ და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.

მოგვიანებით კი, დიდების ხეივანში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ჩოხოსნები, რიგითი რუსთაველები და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაეწრნენ. რუსთავის მერმა, გუბერნატორის მოადგილემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

რუსთავის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მიქაელ ჭაბაშვილმა, პანაშვიდი გადაუხადა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცებს, შესრულდა სპეციალური საგალობლებიც.

ღონისძიების შემდეგ, ირაკლი ტაბაღუამ ვეტერანები სპეციალურად მათთვის გათვალისწინებულ სადღესასწაულო სადილზეც მიიწვია. რუსთავში დღეს მეორე მსოფლიო ომის 13 ვეტერანი და 47 ოცდაექვსიანელი ცხოვრობს.

რუსთავის მერის ინიციატივით, ვეტერანების სადღესასწაულო ფულადი ჯილდოს ოდენობა გაზრდილია. ომის მონაწილეებმა მერიისგან წელს 100-ის ნაცვლად 150, ხოლო ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა 50-ის ნაცვლად 80 ლარი მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42