ორგანიზაციის წევრები აპირებენ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე საბჭოთა სიმბოლოკით მივიდეს.
"გაისუსოს სუსი, ის იცავს უკანონო კანონს ამ შემთხვევაში, უსამართლო კანონს. კომუნისტური მოძრაობა, სოციალისტური მოძრაობა არის მთელ მსოფლიოში, არსად არ არის აკრძალული. აუცილებლად მივაგებთ პატივს უცნობი ჯარისკაცის საფლავს, რომელიც თავისთავად არის საბჭოთა სიმბოლიკა"- ამბობს კვარაცხელია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “სოციალისტური საქართველო” გუშინ გააფრთხილა, 9 მაისთან დაკავშირებით არ გამოიყენოს საბჭოთა სიმბოლიკა.
კანონი ადგენს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება არ შეიძლება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე, მოედნებისა და ქუჩების სახელდება. ასევე, ამ სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრისა და საჯარო ადგილებში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174(16) მუხლის მიხედვით, გაფრთხილების მიუხედავად, თუ პირი გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, იგი 1000 ლარით დაჯარიმდება.
მასალის გამოყენების პირობები






