ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციამ ლაშა ტალახაძე თბილისში დააჯილდოვა
საზოგადოება - 15:46, 08 May, 2018     2233

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გუშინ გაიმართა. ასევე, თბილისში დაჯილდოვდა საუკეთესო ქალი სპორტსმენი, ესპანელი ლიდია ვალენტინი. 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს მთავარი ჯილდო საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პირადად გადასცა.

ღონისძიებას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ მინისტრი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში რუმინეთიდან „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობა ჩამოვიდა. კომპანიის წარმომადგენლებმა - „რომპეტროლის“ მფლობელი კომპანიის KazMunayGaz International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟანატ ტუსუპბეკოვმა და „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაიანოვმა, ლაშა ტალახაძეს და ლიდია ვალენტინს გამარჯვება პირადად მიულოცეს.

„რომპეტროლი“ ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერია ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ოპერირებს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი დონის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში გაიმართა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ლაშა ტალახაძეს და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას ამ დიდ წარმატებას, ვამაყობთ, რომ მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ქართველია!“- განაცხადა რომპეტროლ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაიანოვმა.

დაჯილდოების ცერემონიის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) მიიღო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად ჩატარდა. აქამდე სპორტის არცერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია.

ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა.

„რომპეტროლ საქართველო“ რამდენიმე წელია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური სპონსორი და აქტიური გულშემატკივარია. აღნიშნული საზეიმო ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერიც სწორედ „რომპეტროლ საქართველო“ გახლდათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42