ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, (ტოჩინოშინი) ვიდეომიმართვას ავრცელებს, და ქართველ ძიუდოისტებს მიმართავს:
"მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო ძიუდოს ნაკრებთან დაკავშირებით, რადგან მეც ძიუდოისტი ვიყავი და ძიუდოსა და სპორტის მიმართ სიყვარული თქვენთან ერთად ვისწავლე. პირადად მე ორმა ტელევიზიამ დამირეკა და მთხოვა ქართულ ძიუდოში არსებულ პრობლემებზე მესაუბრა. მე მტყუანისა და მართლის გარჩევას ვერ დავიწყებ, უბრალოდ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოუგვარებელი არაფერია, ყველაფრის მოგვარება შეიძლება და ნუ გავხდებით სხვადასხვა ქვეყნების დასაცინი. დამიჯერეთ, ყველას გაუხარდება ქართული ძიუდოს დასუსტება და გუნდის დაშლა, რადგან დღესდღეობით ჩვენი გუნდი ერთადერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში და არა მარტო. ჩემი თხოვნა იქნება მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და ამდენი წლების ავტორიტეტს ნუ გავაფუჭებთ და ნუ გავხდებით მტრების დასაცინი" - ამბობს გორგაძე ვიდეომიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები