"სამინისტროს კითხვები გაუჩნდა ალბათ მიმართავენ შესაბამის ზომებს..."- რა შედეგით დასრულდა ძიუდოისტების შეხვედრა გიორგაძესთან
საზოგადოება - 19:22, 07 May, 2018     1839

ძიუდოისტებსა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს შორის 2 საათიანი შეხვედრა დასრულდა.

სპორტსმენებმა მინისტრთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც ძიუდოს ფედერაციაშია, მათ შორის ნეპოტიზმზე და იმ საკადრო ცვლილელებზე, რომელიც დავით ქევხიშვილის გადაწყვეტილებით განხორციელდა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ სპორტსმენები და მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სიტუაცია კრიტიკულია.

როგორც გაირკვა, სამინისტრომ ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე მოკვლევა დაიწყო.

"თვითონ სამინისტროს კითხვები გაუჩნდა და ისინი ალბათ მიმართავენ შესაბამის ზომებს,“ -აცხადებენ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები.

„გავიარეთ ის დეტალები და ის პრობლემები, რაც რეალურად არსებობს და რაც მართლაც ხელჩასაჭიდია ნებისმიერი ორგანოსთვის, ვინც ამით დაინტერესდება. თვითონ სამინისტროს, უშუალოდ, კითხვები გაუჩნდა და ისინი ალბათ მიმართავენ შესაბამის ზომებს... დაანონსებისგან თავს შევიკავებ რაიმე აქციის კუთხით, ვიმსჯელებთ ბიჭები ერთად, შევჯერდებით ერთ აზრზე და როგორი ფორმაც უფრო უკეთესი იქნება, ისეთ ფორმებს მივმართავთ შემდგომში გაგრძელების კუთხით,“ - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

თავად მიხეილ გიორგაძე, ვითარებაში გასარკვევად რამდენიმე დღე ითხოვა.

„საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ის საკითხები, რაზეც სპორტსმენებმა ისაუბრეს, სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. ორი დღე არ ვიქნები საქართველოში, თუმცა დავალებები უკვე გავეცი ამა თუ იმ საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით. დაბრუნების შემდეგ კიდევ გვექნება შეხვედრა, რათა საკითხის განხილვა მოხდეს. კონკრეტული გადაწყვეტილებები დღეს არ მიგვიღია და არც დაპირებები გაგვიცია“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42