ამისათვის აუცილებელია სამთავრობო სტრატეგიის შექმნა, მისი დანერგვის პოლიტიკური ნება და ბევრი, ძალიან ბევრი მუშაობა. სტრატეგიის პროექტში, რომელიც სხვა ქვეყნების გამოცდილებას ემყარება, მოცემულია ის ძირითადი აღწერილობა სფეროების მიხედვით, რომელთა სისტემურ განვითარებას ბლოკჩეინის ტექნოლოგია იძლევა ამ ეტაპზე.
საქართველოს ეროვნული ბლოკჩეინის სტრატეგია
(მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის კვალდაკვალ)
სტრატეგიის პრინციპები:
· მოქალაქეთა კეთილდღეობა
· სამთავრობო ეფექტიანობა და ხარჯების შემცირება
· განვითარებული კანონდებლობა
· გლობალურ წარმოებაში ინტეგრაცია
სტრატეგიის მიზნები:
· საქართველოს დაჩქარებული ინტეგრირება გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებში;
· ერთიანი ბლოკჩეინზე დამყარებული ეკოსისტემების შექმნა ჯანდაცვის, გადასახადებისა და გადახდების, საჯარო რეგისტრაციებისა და მართლმსაჯულების სფეროებში;
· მოქალაქეთა და რეზიდენტთა კეთილდღეობის ხელშეწყობა;
· საჯარო სერვისების გაუმჯობესების გზით სამთავრობო და კერძო ხარჯების შემცირება;
· დემოკრატიული ელექტრონული მმართველობისა და თვითმმართველობის უზრუნველყოფა;
· ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარება;
· მშპ გაზრდა 10%-ით 2024-2028 წლებისათვის.
· ყველა ტიპის საპროცესინგო ხარჯების შემცირება 1-1.5 მილიარდ ლარამდე წლიურად.
სფეროები რომელთაც სტრატეგია მოიცავს:
· ჯანდაცვა და დაზღვევა
· განათლება
· გადასახადები, საბაჟო და გადაზიდვები
· მართლმსაჯულება, ნოტარიატი და გამოძიება
· საჯარო რეგისტრაციები, ლიცენზირება და მოწმობები
· კერძო სამეწარმეო ტრანსაქციები;
· სტარტაპების ხელშეწყობა და ინოვაცია;
· ტურიზმი;
· ელექტრონული მმართველობა;
· ელექტრონული რეზიდენტურა და უცხოელთა რეგისტრაცია, მიგრაციის კონტროლი
· არჩევნები
სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების გეგმა
· მთავრობის დადგენილებით სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნა
· ბლოკჩეინის რეგულაციისა და კოორდინაციის სამთავრობო ოფისის დაფუძნება და რეგულატორის დანიშვნა
· ბლოკჩეინისა და გონიერი კონტრაქტების სამართლებრივი აღიარება და საკანონმდებლობო პაკეტის მიღება
· ციფრული ბაზრის რეგულირება
მასალის გამოყენების პირობები






