"ახალი საბანკო რეგულაციებით სესხის აღებას პენსიონერები და სტუდენტები ვერ შეძლებენ"
საზოგადოება - 16:15, 07 May, 2018     19769
დღეიდან სესხის გაცემის პროცედურა მკაცრდება - კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების ამოქმედებისთანავე კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ.


იმისათვის, რომ ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად, ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.

თუ მსესხებელი შემოსავალს იღებს სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობიდან, ბანკს მოუწევს გადამხდელუნარიანობის დასადასტურებლად მისი საქმიანობის დეტალური ფინანსური ანალიზი ჩაატაროს.

ახალი საბანკო რეგულაციებით სესხის აღებას დღეიდან პენსიონერები და სტუდენტები ვერ შეძლებენ.

იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, პენსია, როგორც შემოსავალი, ახალი რეგულაციით ბანკისთვის ხდება არახელსაყრელი.

"პრობლემას ორი მხარე აქვს. პირველი ინსტიტუციურია, ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ გასული წლიდან მოექცა არა მხოლოდ საბანკო სექტორი, არამედ სხვა ბიზნესი, რომელიც განვადებასთან ან სესხის გაცემასთან არის კავშირში. მეორე - სისტემურია. ამ რეგულაციებისა და შეზღუდვების შემოღებამდე არ არის შესწავლილი მათი გავლენა. მთავრობას პროგრამაში უწერია, რომ გავლენის შეფასების ე.წ. RIA-ს გარეშე არ შემოიღებდნენ ახალ რეგულაციებს. პენსიონერი ან სტუდენტი სესხს, რომ ვეღარ მიიღებს ამას რა მოჰყვება არ არის ჯეროვნად გააზრებული. პენსიონერს არ ექნება სესხი, მაგრამ სამაგიეროდ შეეზღუდება ან არ ექნება წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა თუ კომუნალურ მომსახურებაზე. სტუდენტს არ ექნება სესხი, მაგრამ შეეზღუდება განათლებაზე წვდომა. რეგულაციების წინააღმდეგი არ შეიძლება იყო, მაგრამ ეს რეგულაციები გონივრული და გააზრებული უნდა იყოს. მთავრობა მისცემს სესხს იმ პენსიონერს ან სტუდენტს? რა თქმა უნდა არა", - განუცხადა imedinews-ს ლევან ალაფიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42