ძიუდოისტები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციებს იწყებენ.
ამ მოთხოვნით ისინი ფედერაციის შენობასთან აქციას 12:00 საათისთვის დაიწყებენ.
სპორტსმენები დავით ქევხიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, თავას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვედრას აზი არ აქვს.
„გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, მან უნდა დატოვოს თანამდებობა იმ თანამოაზრეებთან ერთად ვინც თვლის, რომ დავით ქევხიშვილი ყველაფერში მართალია და აბსოლუტურად არაფერში ტყუის და არაფერი ხარვეზი არ ჰქონია,“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ძიუდოისტები დავით ქევხიშვილს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
„მოვითხოვთ ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას და ამისთვის ყველანი დღეს ვიკრიბებით, რათა ვაჩვენოთ საზოგადოებას და ამ ადამიანს, რომ ჩვენ არ ვართ, რაღაც ჯგუფი ვართ საზოგადოება და ჩვენს უკან დგას ხალხი“-ამბობს ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები