იყო საუბარი იმაზე, რომ ამ თამაშს უცხოელები ხელმძღვანელობენ. მაგრამ ახლა დაღუპულის მშობელი პირდაპირ ამბობს, რომ მენტორები, როლებიც თამაშობენ ბავშვების სიცოცხლით და მათ თავს აკვლევინებენ ქართველები არიან.
ბავშვების სიკვდილზე დადებული ფსონების ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში. სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ ყველა საქმე რომელიც მოზარდთა სიცოცხლეს ეხება შეისწავლეს. საქმეთა ნაწილზე თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე არ დაუდგენიათ, თუმცა დანამდვილებით ამბობს, რომ გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებებით, ფატალურად დასრულებული სიცოცხლის საქმეებში - ინტერნეტ დავალებების ან მსგავსი თამაშის კვალი არ არსებობს. ფაქტები კი რომლებზეც მოზარდები, ან მათი მშობლები მიუთითებენ, არარეალურია.
სახიფათო ინტერნეტთამაშის სავარაუდო მსხვერპლები არიან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. პოსტ საბჭოთა სივრცეში მოზარდთა სუიციდის ყველაზე ხშირი ფაქტებია ლიტვაში. საქართველოში გამოძიებას 10-ზე მეტი საეჭვო საქმე აქვს.
წყარო: rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






