ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა.
განათლება - 11:33, 06 May, 2018     4054

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებსა და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და თსუ კურსდამთავრებული, მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე მიესალმნენ.

თსუ რექტორმა აბიტურიენტებს გააცნო ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ, ისაუბრა სიახლეებზე, მათ შორის სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების, კვლევის, დაფინანსების და სტიპენდიების შესახებ. „იმედია, რომ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ღია კარის დღეზე მოვიდა აირჩევს თსუ-ს. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ თსუ. თუნდაც იმიტომ, რომ ის დღემდე არის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ფლაგმანი მთელ რეგიონში,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„მოსწავლეებს ვურჩიე, რომ ისინი გამხდარიყვნენ იმ დიდი ისტორიის ნაწილი, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია და რომელიც გრძელდება წარმატებულად. ეს არის განსაკუთრებული პატივი და ეს პატივი მხოლოდ ტრადიციებით არ არის გამყარებული. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს სახელი იყოს ისევ საკუთარ სიმაღლეზე და ვხედავ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ძვრები შეინიშნება,“- აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

„ვაპირებ, რომ გავხდე უნივერსიტეტელი. არჩეული მაქვს მხოლოდ ერთი პროგრამა-ეს არის სამართალმცოდნეობა და შემოხაზული მაქვს მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რადგან ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით თსუ საქართველოში მოწინავეა,“- ასე ახსნა საკუთარი არჩევანი სკოლის მოსწავლემ დავით მაჭარაშვილმა.

ღია კარის დღეზე ახალგაზრდებს შეხვდნენ თსუ-ს ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთაც აბიტურიენტების კითხვებს უპასუხეს.

2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების მე-100 ნაკადს მიიღებს. თსუ-ს სტუდენტი 4000-მდე ახალგაზრდა გახდება.

100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეხვდა როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება, 7 ფაკულტეტზე 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს, მათ შორის 20-ზე მეტი უცხოენოვანი პროგრამა, 22 ათასამდე ქართველი და 600-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს. დღეს თსუ-ში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებთან ერთად უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის (The U.S.News&World Report).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42