აქცია ვაკის პარკში - ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ
სპორტი - 15:42, 05 May, 2018     4234

ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრებისა და ახალგაზრდული ნაკრების წევრები ვაკის პარკში აქციას მართავენ, ისინი ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი ვარჯიშს შეწყვეტენ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ ბატონმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვოს. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ფედერაციაში მისი ყოფნის პერიოდში პირადად მე არც შეკრების გავლას და არც შეჯიბრზე მონაწილეობას არ ვაპირებ. თავის დანებებაც რომ დამჭირდეს, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მან ფედერაცია დატოვოს,“ - განაცხადა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ხორვატიაში ტურნირზე საკუთარი ხარჯებით იყო წასული, რის დასადასტურებლად მან დოკუმენტაცია წარადგინა.

"ის ადამიანი არ არის ძიუდოსთვის კარგი, მართავს ერთპიროვნულად. უამრავი ბრალდება და ცილისწამება მოვისმინეთ მისგან. იმის მერე, რაც სოციალურ ქსელში მოჰყვა გამოხმაურება, რომ ტურნირზე მე ჩემი ხარჯით მივდიოდი, მომიგზავნა ადამიანი და მითხრა, რომ გთხოვთ, შეიკავოთ თავი ხმამაღალი განცხადებებისგან და ამ ფულს მერე ჩვენ აგინაზღაურებთო. ეს თანხა რამდენიმე თვის მერე ჩაირიცხა. მე რომ საშუალება პირადულად არ მქონოდა, როგორ შევძლებდი ტურნირზე წასვლას,“ - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.

აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური:

„ხედავთ, რამდენი ხალხია გამოსული. ეს კიდევ ზღვაში წვეთია, მთელი საქართველო ფეხზე დგას. გამოსავალს მე ვხედავ იმაში, რომ დავით ქევხიშვილი და მისი გუნდი, რომელიც არის კლანი, დატოვოს ფედერაცია. ამის შიში მაქვს, რომ ხალხმა, ქართველმა ადამიანებმა არ მოსთხოვონ ისე პასუხი, როგორც კადაფს მოსთხოვეს,“ - განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42