"ავთოს სახელით, ბოდიშს ვუხდი მის გულშემატკივრებს" - ჭრიკიშვილის მეუღლე განცხადებას ავრცელებს
სპორტი - 15:44, 04 May, 2018     10977
ავთანდილ ჭრიკიშვილი სარაევოში 5-6 მაისს გასამართ ევროპის თასის ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ, თამუნა გვენეტაძემ დაწერა და სპორტსმენის სახელით გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა:

"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ ავთომ განაცხადი გააკეთა სარაევოში გასამართ ევროპის თასის ტურნირზე საასპარეზოდ, სადაც ის გამთენიისას უნდა გამგზავრებულიყო.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ავთო აღარ იასპარეზებს ზემოხსენებულ ჩემპიონატში.

ავთოს სახელით, ბოდიშს ვუხდი მის გულშემატკივრებს ამ მოლოდინის გაცრუებისთვის და გპირდებით, ავთოს უახლოეს მომავალში კვლავ იხილავთ ტატამზე.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ აღარ

მოხდა მისი გამგზავრება ბოსნიაში, ამასთან დაკავშირებით, ძიუდოს ნაკრები თავად გააკეთებს განცხადებას უახლოეს საათებში.

კიდევ ერთხელ გიბოდიშებთ შექმნილი ვითარების გამო და მადლობას გიხდით გულშემატკივრობისათვის." - წერს თამუნა გვენეტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42