ადვოკატი კუპრავას დაკავებას მის საქმინობა უკავშირდებს და პოლიტიკურს უწოდებს. ქალაქის მთავარ სამმართველოსთან დაკავებულის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ზვიად კუპრავა სიმართლის თქმისთვის დაისაჯა და ის შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი პატიმარია და მისი დაკავება უკავშირდება ბრალდებებს, რომელსაც კუპრავა გახარიას უწყებას უყენებდა.
აქციის მონაწილეებს შეუერთდა ხორავას ტრაგედიისას მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე. არალიძე აღნიშნავს, რომ კუპრავა აქტიურად იყო ჩართული მომხდარი ტრაგედიის გამოძიების პროცესში.
„პირდაპირ კავშირშია ჩემთან ზვიად კუპრავას დაკავება, ამის გამო ვუერთდები ამ აქციას, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, როგორ აქტიურად იყო ჩართული ზვიადი ჩვენი ტრაგედიის გამძიებაში, ეს არის პირდაპირი მესიჯი პროკურატურიდან, რომ თუ არ შეჩერდებით, ყველა ღონეს ვიხმართო. როგორც ზვიადი დააკავეს, ალბათ, ჩემსკენაც გადმოიწევენ“ - განაცხადა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






