„რა ვერ მოინელა ჩემი მეორედ გათხოვება... გაიქცნენ და ყელგამოჭრილი დატოვეს აქ“ - ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები
კრიმინალი - 14:21, 03 May, 2018     13632
ხაშურში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. სოფელ ალის მოსახლეობის ინფორმაციით, მოკლული ბესიკ ომიაძე 45 წლის იყო.

როგორც მეზობლების მონაყოლიდან ირკვევა, მოქალაქე ნინო ამყოლაძეს, პირველი ქმრის ძმამ მიაკითხა და სამ პირთან ერთად ომიაძეების ოჯახში შეიჭრა.

ინცინდენტისას სახლში ამყოლაძის მეუღლე, მაზლი და დედამთილი იმყოფებოდნენ. დაპირისპირებისას დაიჭრა ბესიკ ომიაძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ინცინდენტისას დაიჭრნენ ქალის ამჟამინდელი ქმარი და მისი ნათესავი. ისინი სასწრაფო დახ,მარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლში მაშინ შევიდა, როცა ოჯახს ეძინა.

"მისივე მოტანილი დანით მოკვდა, ბავშვები თავს იცავდნენ"- აცხადებს ოჯახის წევრი.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თავად, ნინო ამყოლაძე ამბობს, რომ ყოფილი ქმრის ძმა ემუქრებოდა და ამის გამო მან საპატრულო პოლიციასაც მიმართა.

37 წლის ქალი ირწმუნება, რომ ყოფილი მაზლი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და მის ცემას ცდილობდა.

"ჩემმა ქმარმა დამიცვა და ნახეთ რაც მოხდა. ყოფილ ქმართან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბავშვებიც მასთან არიან ახლა. მაზლმა რა ვერ მოინელა ჩემი მეორედ გათხოვება ვერ გამიგია. თავი გაუჩეხა ჩემს მეუღლეს. ის შემოვარდა და ძმას დაუძახა საშველად. მეზობლებიც მოვიდნენ ხმაურზე. ყოფილ მაზლთან მყოფი პირები მისივე მანქანით გაიქცნენ და ყელგამოჭრილი დატოვეს აქ",- ამბობს მოკლულის ყოფილი რძალი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბესიკ ომიაძე თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე ცხოვრობდა. მამაკაცს ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42