"სახლში შემომივარდნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს, მაშინ როდესაც დედაჩემი გვერდით ოთახში ესვენა"- ჰომოფობიის კიდევ ერთი ისტორია
საზოგადოება - 12:38, 03 May, 2018     4054
თანასწორობის მოძრაობა ლგბტ აქტივისტის კაკო კვატიძის ისტორიას აქვეყნებს, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორი ჰომოფობიური გარემოა ქვეყანაში და ეს სიტუაცია ადამიანებს იძულებულს ხდის თავის ოჯახს, თავის საყვარელ ადამიანებს მოშორდნენ:

„ორი თვის წინ დედაჩემი გარდაიცვალა. 6 თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში, ექიმთან ვიზიტის გამო და მხოლოდ მაშინ თუ შემეძლო მისი ნახვა…

იმ ქალაქში, სადაც გავიზარდე, დედაჩემის სანახავად ვერ ჩავდიოდი, შიშის გამო…

ხან სადარბაზოში მხვდებოდნენ და ხან კიდევ მუქარის შემცველ შეტყობინებებს ვიღებდი.

დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ სახლში შემომივარდნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს, მაშინ როდესაც დედაჩემი გვერდით ოთახში ესვენა. ეს ყველაფერი მხოლოდ ჰომოფობიის ნიადაგზე.

მე ვთვლი, რომ საერთოდ არ მჭირდება კილაძეების და დანარჩენების მოწყობილ მასკარადში მონაწილეობის მიღება, არც პოლიციის ესკორტით და კორდონით გარშემორტყმული მინდა ჩემი უფლებების დაცვა.

უკვე ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ჩემი უფლებები ყველას ფეხებზე კიდია, გარდა ჩემი თავისა, ჰოდა ავდგები მეც და ჩემს უფლებებ დავიცავ კორდონების და ესკორტების გარეშე.

ახლა ვნანობ, რომ შიშის და საკუთარი თავის გადარჩენის გამო ხშირად ვერ ვიყავი დედასთან ახლოს.

აღარ მინდა მალვა, კიდევ მყავს ადამიანები ვისი ნახვაც მინდა!

ზუსტად ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ავდგე და ყოველგვარი კორდონების და ესკორტების გარეშე დავუპირისპირდე იმას, რამაც თითქმის გამანადგურა. არ მჭირდება იმ ადამიანების დახმარების სახით გადმოგდებული მოწყალება, ვინც ადამიანად არ მთვლის და ვისაც ფეხებზე კიდია საკუთარი მოქალაქეები.

17 მაისი, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა! და მუდამ ასე იქნება და ვერც ეკლესია, ვერც ცხვრების ფარა, ვერც კილაძე და ვერც ვერავინ ამას ვერ შეცვლის!“- წერს კაკო კვატიძე.


წყარო www.equality.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42