„ტრანსგენდერ პირებს უნდა შეეძლოთ სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა“ - სასამართლოში ტრანსგენდერების ინტერესებს საია იცავს
საზოგადოება - 10:41, 03 May, 2018     1706
ტრანსგენდერმა მამაკაცმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა ოფიციალურ დოკუმენტაციაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლაზე. მის ინტერესებს საია იცავს.

როგორც საია-ში აღნიშნავენ, სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად ქირურგიული ჩარევის გზით ანატომიური სქესის შეცვლისა და შესაბამისი დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის მოთხოვნა არღვევს ტრანსგენდერ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებებს.

"ამგვარი პრაქტიკა არ ემსახურება კანონიერ მიზანს, ხელოვნურ ბარიერებს უდგენს ტრანგენდერ პირებს და ქმნის მრავალი ნიშნით პირის დისკრიმინაციის შესაძლებობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, თუ სახელმწიფო ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარებისთვის წინაპირობად ითხოვს ჩაიტარონ სქესის შეცვლის ოპერაცია ან მედიკამენტოზური თერაპია, რომლებიც დიდი ალბათობით გამოიწვევს უნაყოფობას და ეწინააღმდეგება პირის ნებას, არღვევს პირადი ცხოვრების (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი) და ასევე ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, რაც კონვენციის მე-3 მუხლით არის დაცული.

სამწუხაროდ, ამ დრომდე სასამართლო არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და არ უპირისპირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიდგომას, რომლის თანახმად სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ტრანსგენდერ პირს მხოლოდ ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ შეუძლია. სასამართლოს განმარტებით, ტრანსგენდერი პირის თვითშეგრძნების (თვითიდენტიფიკაციის) უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას ადგილი ექნება მაშინ, თუ პიროვნებას რაიმე ფორმით, ნებისმიერი მხრიდან ხელი შეეშლება საკუთარ შეგრძნებებში, რაც შეეხება საჯარო დაწესებულებაში დაცული მისი სქესის თაობაზე ინფორმაციის შეცვლაზე უარს, ვერ იქნება განხილული როგორც პირის დაცულ უფლებაში ჩარევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში პიროვნება საჯარო დაწესებულების მიერ არ იზღუდება მის შეგრძნებებში.

საია იმედს იტოვებს, რომ უზენაესი სასამართლო დასაშვებად ცნობს წარდგენილ საჩივარს, მიიღებს ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას და შეცვლის ტრანსგენდერი პირებისათვის დაწესებულ არაჰუმანურ შეზღუდვებს" - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42