მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტის "რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის" ფარგლებში აცხადებს სპეც.მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს.
პროექტი საშუალებას მისცემს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებსა და ინკლუზიური განათლების კოორდინატორებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები.
კონკურსის შედეგად შერჩეული 30 ინკლუზიური განათლების სპეციალისტი მიმდინარე წლის 14 მაისს განაწილდება შვიდ სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორები (ხელმძღვანელები). თითოეული სუპერვიზორი ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებს 4-5 მასწავლებელთან.
რეგიონული სასწავლო ტური პირველად ცენტრის მიერ 2016 წელს განხორციელდა და აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარა სამიზნე ჯგუფს სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში.
რეგისტრაცია იწარმოებს 7 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://tr.tpdc.ge/direction/4/25/37
მასალის გამოყენების პირობები