რა ცვლილებებს შეიტანს კახა კალაძე თბილისის გენგეგმაში
საზოგადოება - 12:16, 02 May, 2018     2273
თბილისის მიწათსრგებლობის გენერალური გეგმაზე (მგგ) მუშაობა საბოლოდ 1 ივნისს უნდა დამთავრდეს და დოკუმენტი საკრებულოს მიერ უნდა იქნეს დამტკიცებული. როგორც გახსოვთ ამ დოკუმენტის განხილვამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და საქმე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სიტყვიერ შეურაწყოფამდეც კი მივიდა.


თბილისის მიწათსრგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხის მისაღებად საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობის“ ხელმძღვანელს გოგი ლორთქიფანიძეს მივმართეთ.

ბოლოსდაბოლოს რა გახდა ამ დოკუმენტის მიღება და რის გამოა ატეხილი ამხელა ვნებათღელვები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების ირგვლივ.

ჩვენი ორგანიზაცია უკვე 9 თვეა, რაც მონიტორინგს უწევს ამ პროცესს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ წმიდა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი. ამ დოკუმენტში ერთმანეთს კვეთავს დაინტერესებული ჯგუფების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები.

ეს არის კეთილი სურვილებით, რეკომენდაციებითა და ძველი გენგემებიდან გადმოწერილი მასალით შეზავებული გარემოს რეგულირების გეგმა, რომელის რეალური მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალურ ზონები კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით.

ჩვენს რეალობაში ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ( ბ-ნი ნარმანია) მიერ იქნა ინიცირებული და რომელსაც „ ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მათთან ასოცირებული პიროვნებები მხურვალედ უჭერენ მხარს. ეს კი იმითია განპირობებული, რომ რეალურად ეს არის ახალ გარსში შეფუთული ძველი გენგეგმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იქნა მიღებული და რომელშიც მაშინდელი მმართველი ძალის წარმომადგენლების ეკონომიკური ინტერესები იყო გათვალისწინებული.

რაც შეეხება ვნებათაღელვებს, ეს ძირითადად ახალი მერის კახა კალაძის მიერ ამ დოკუმენტის მიუღებლობით არის გამოწვეული. ეს ბუნებრივიცაა, დოკუმენტი რომელიც მისი წინამორბედის მიერ იქნა შემუშავებული, არ ითვალისწინებს იმ ინტერესებს და ურბანულ ხედვებს რომლის განხორციელებასაც დაპირდა კახა კალაძე თბილისელ ამომრჩეველს.

თუმცა მიუხედავად დიდი სურვილისა, ის საკუთარი პოლიტიკური გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის ჩაგდების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ამიტომ გადაწყდა დოკუმენტი საფუძვლიანდ გადამუშავებულიყო და ამ გადამუშავების პროცესში შიგ ჩაედოთ ყველა ის ხედვა რაც მისაღებია ქალაქის ახალი ხელმძღვანელობისთვის და შესაბამისად უარი ეთქვათ გენგემის ავტორების („სითი ინსტიტუტი საქართველო“) მიერ შემოთავაზებულ მთელ რიგ ურბანულ წინადადებებზე და რაც მთავრია ქალაქის დიდ ტერიტორიებზე ფუნქციონალური ზონალობის ცვლილების მათეულ გეგმაზე.

ანუ მთავარი მიზეზი „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული ფუნქციური ზონების ცვლილების გეგმაა

შეიძლება ვთქვათ, რომ მრავალ სხვა საკითხებთან ერთად, ფუნქციური ზონების ცვლილების გეგმა ერთ-ერთი მთავარია რის გამოც განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (მგგ) ქართველი სპეციალისტების, სხვადასხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების სამართლიან კრიტიკას იმსახურებს. ისინი ცალსახად თანხმდებიან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი და რომ დაუშვებელია მისი დამტკიცება. იგივე პოზიცია აქვს ქალაქის მერიასაც, თუმცა როგორც ავღნიშნეთ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ისინი მაინც მიიღებენ ამ დოკუმენტს. მიღებული იქნება დოკუმენტი, რომელიც განსხვავებული იქნება წარმოდგენილი მგგ-საგან და მასში ჩადებული იქნება კახა კალაძის გუნდის ხედვები. კარგია ეს ხედვები თუ ცუდი ჩვენ არ ვიცით, რადგან გადამუშავებული დოკუმენტის შუალედური ვარიანტი არ ჯერ არ გამოქვეყნებულა და გამოქვეყნდება თუ არა არც ისაა ცნობილი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ინტერესების ვექტორი იცვლება მგგ-ში და პროფესიონალური კუთხით არანაირი პრინციპული ცვლილებები არ იქნება

სიმართლე გითხრათ მე ამ ვარიანტს ვემხრობი, რადგან წარმოუდგენელია ახალი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტის შექმნა 2-3 თვეში. „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ მგგ-ს განახლებას თითქმის 3 წელი მოანდომა, დაიხარჯა 3 მილიონ ლარზე მეტი და რეალურად სახეზე გვაქვს საცნობარო ე.წ „რეფერენს“ დოკუმენტი, რომელიც არც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა და არც განაშენიანების დეტალური მაკონტროლებელი რეგულაცია. ამ დოკუმენტის უკან არ დგას არანაირი სისტემური ხედვები, არ არსებობს მონაცემთა ბაზები რომლებზე დაყრდნობითაც უნდა გაიცეს რეკომენდაციები, არ ჩატარებულა არანაირი კველევები. ტერიტორიული დაგეგმარება და დასაბუთებული ზონირება, რუკების ერთიანი სტანდარტი, სატრანსპორტო და ეკოლოგიური პოლიტიკის თანხვედრა არსებულ სიტუაციასთან და პერსპექტივები, განსახორციელებელი ღონისძიებების რანგირება, მათი განხორციელების ბიუჯეტი, ფინანსების მოზიდვის წყაროები და ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთება,– აი, ეს გახლავთ, იმ კომპონენტების ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს კომპონენტები არსად არ გვხვდება სრულყოფილი სახით „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში. ამის გათვალისწინებით ძნელი დასაჯერებელია რომ, მერიის მიერ შექმნილი ჯგუფი 2 თვეში მოახერხებს ახალი სრულყოფილი დოკუმენტის შექმნას.

ანუ შედგა მოლაპარაკება და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდეს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მგგ-ს კოსმეტიკური შელამაზება და ამას დაერქვას თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენგემა.

რეალურად ასეა. მოლაპარაკება შედგა და ამ მოლაპარაკებას სამი მხარე ყავს.

ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც არ მოსწონს ძველი მგგ, და ამ ცვლილებებით მოახერხებს საკუთარი ინტერესების და ხედვების დოკუმენტში გათვალისწინებას.

ე.წ. ოპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია ნაცმოძრაობის, მისი განაყოფების და სატელიტების სახით და რომელსაც სურვილი აქვს პოლიტიკური ამბიციებთან ერთად თავისი ეკონომიკური ინტერესებიც დაიკმაყოფილოს. ეს უკანასკნელი კი უხვადაა მგგ-ში გაბნეული, რადგან ეს დოკუმენტი რეალურად მათი მმართველობის დროს იქნა შემუშავებული და დღეს მხოლოდ კოსმეტიკური სახეცვლილებით იქნა მიწოდებული საზოგადოებისათვის.

და „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომლის მესვეურთა ქცევაც მოლაპარაკების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და მათ დათმეს თუ რაიმე დასათმობი ქონდათ თავისი ქალაქგეგმარებითი პოზიციებიდან. დათმეს საკუთარი პროფესიონალური შეხედულებები, ხელი მოაწერეს კაპიტულაციას და მიიღებენ (თუ უკვე არ მიიღეს) დარჩენილ 800 ათას ლარს.

ე.ი. ყველა კმაყოფილია

ასე გამოდის, მაგრამ რჩება კიდევ ერთი მხარე რომელსაც თბილისი და თბილისელები წარმოადგენენ. ისმის კითხვა რა შეიცვალა ამ გარიგებით ჩვენთვის, თბილისის მაცხოვრებლებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა გამოვცადოთ საკუთარ თავზე ამ დოკუმენტის სიავკარგე. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ პრობლემატურია. ჩვენ ვიცოდით თუ რა არ მოგვწონდა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ მგგ-ში, ვიცოდით თუ რა არ მოსწონდა ამ დოკუმენტში ქალაქის მერიას, მაგრამ არ ვიცით რა ცვლილებები შედის და რა სახის დოკუმენტთან გვექნება საქმე სამუშაოების დასრულებისას, რადგან არ არსებობს გასაჯაროებული შუალედური პროექტი რომელზეც შეიძლება გამოითქვას აზრი.

ასევე კითხვაზე პასუხი არა აქვთ არც იმ 20-25 ათასი მესაკუთრეს რომელთა საკუთრებას, ფუნქციური ზონალობის შეცვლის საფრთხე ემუქრება „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული ე.წ. საყრდენი რუკის დამტკიცების შემთხვევაში. ჩვენ არ ვიცით რა ბედი ეწევა ამ რუკას - დარჩება ძველი სახით თუ შეიცვლება ან რა სახით შეიცვლება. იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებული ზონალობის ცვლილებები უცვლელი დარჩება ათასობით ადამიანის კერძო საკუთრება გახდება საჯილდაო თემა საზოგადოებრივ და კერძო ინტერესს შორის.

თბილისში უამრავი კერძო საკუთრება შეიზღუდება და ქალაქი იძულებული ხდება მიიღოს გადაწყვეტილება გამოიყენოს ადგილმონაცვლეობის ან გამოსყიდვის ფორმები. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაახლოებით 25.000-ი კერძო მესაკუთრის ინტერესს შეეხება მაშინ ცხადი გახდება მოსალოდნელი, ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტის მასშტაბი. გამოსყიდვის მექანიზმის ამოქმედება კი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საკონპესაციო თანხები სხვადასხვა გათვლებით 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს და ამ თანხის მოძიება უახლოეს 10-15 წელიწადში დედაქალაქის ბიუჯეტისთვის ყოვლად წარმოუდგენელია. ეს იქნება ბიძგი, თბილისში დაიწყოს კერძო საკუთრების ხელახალი გადანაწილების და ხელყოფის ანტიკონსტიტუციური პროცესი, ეს იქნება ყოვლად გაუაზრებელი ქმედება რასაც შეუძლია უმართავი პროცესები გამოიწვიოს საზოგადოებაში და დაუპირისპიროს ერთმანეთს კერძო მესაკუთრები და თბილისის მერია.

რას ურჩევდით ამ შემთხევეაში ქალაქის ხელმძღვანელობას

ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება პროცესის მაქსიმალური საჯაროობა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა ამ პროცესში.

მსგავსი მასშტაბური პროექტის მიღების პროცესში თბილისელების აზრის გათვალისწინებაც აუცილებელია და ისინი ამას იმსახურებენ.

იმედია, ქალაქის მერი ბ-ნი კალაძე უზრუნველყოფს ამ პროცესის საჯაროობას და მხოლოდ საფუძვლიანი განხილვების შემდეგ მოხდება საკრებულოში ამ დოკუმენტის დასამტკიცებლადა გადაგზავნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვრჩება განცდა, რომ ბ-ნი ნარმანიას მგგ-ს დაწუნება, მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მასში არ იყო ასახული ახალი ხელმძღვანელობის ეკონომიკური ხედვები და ინტერესები და ამ დოკუმენტის რეალური შინაარსი არც ქალაქის დღევანდელ მესვეურებს ადარდებთ.

მიხეილ ბოლქვაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42