ვინ შეუჭამა გურულ გლეხებს ბამბუკების ფული - "რას გადაეკიდეთ თქვენ ამ ხეებს, რა გინდათ ვერ გავიგე"?!
საზოგადოება - 14:22, 01 May, 2018     3265

ოზურგეთსა და ლანჩხუთში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი, რომლისგანაც, როგორც თავად ყვებიან, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა ბამბუკები შეიძინეს, უკვე ერთი თვეა კუთვნილ თანხას ელოდება.

როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, მათთან მოლაპარაკებებზე დიტო მუჯირის სახელით მიდიოდნენ, რომელიც დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხეების საორგანიზაციო საქმეებს კურირებს.

იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ იღებენ ეს ადამიანები კუთვნილ ანაზღაურებას "გურიის მოამბე" თავად დიტო მუჯირს დაუკავშირდა, რომელიც გვეუბნება, რომ ეს საკითხი მისთვის ცნობილი არ იყო და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იმ შუამავალ პირებს უნდა დაეკისროთ, ვინც ბამბუკებში გლეხებისთვის მისაცემ ფულს წინასწარ იღებდა:

დ.მ- რას გადაეკიდეთ თქვენ ამ ხეებს, რა გინდათ ვერ გავიგე?! თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს მოვიდეს და დაგველაპარაკოს, თქვენ რატომ ერევით? ეს ამბები ჯერ გადაამოწმეთ და მერე ილაპარაკეთ

გ.მ-სად უნდა გაარკვიონ, გვეუბნებიან, რომ ემალებით და ვერ გპოულობენ. ამ ამბავს ჩვენ ხომ არ ვიგონებთ? გვარები და სოფლები გითხარით, ვისაც აქვს ფული ასაღები, მეტი რა უნდა გადავამოწმო? გასახელებენ თქვენ, დიტო მუჯირს.

დ.მ_ ეს ბამბუკები დიტო მუჯირს კი არ მიჰყონდა, დიტო მუჯირი ამ ყველაფერს უკეთებდა ორგანიზებას. ამ ხალხს ჰყავდა შუამავლები, რომლებიც ყიდულობდნე ნამ ბამბუკებს და მოჰყონდათ ჩვენამდე და წინასწარ იღებდნენ თანხებს. ეს ფული იმ ხალხს არ მიჰყონდა როგორც ჩანს იმათთან, ვისგანაც ყიდულობდნენ და აკეთებდნენ ე.წ. ბიზნესს. მე ძალიან სერიოზულად დავინტერესდი ამ საკითხით. ამას მოვიკითხავ კარგად, რომ პასუხი გაეცეს ყველაფერს და გაირკვეს ის პირები, ვინც თუნდაც ჩემი სახელით მიდიოდა ამ ხალხთან და მერე ატყუებდა-გვეუბნება მუჯირი.

ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები რამდენიმე გლეხი აცხადებს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ხალხმა "გადააგდო"

გლეხების განცხადებით, თითქმის ერთი თვეა მათგან ა ბამბუკები წაიღეს და თანხა, მიუხედავად რამდენიმეგზის დაპირებისა, არ გადაუხდიათ.

"რა თქმა უნდა თავად ივანიშვილი არ ყოფილა, მაგრამ მოვიდნენ მისი სახელით, დანამდვილებით ვიცით რომ ივანისვილისათვის მიჰქონდათ, მაგრამ თანხის გადახდის დრო რომ მოვიდა დაიკარგნენ. დავიწყეთ ძებნა, ორს მივაკვლიეთ ნაღობილევში, ღლონტები არიანო გვითხრეს, დაგვპირდნენ 10 დღეში მოგიტანთო და კვლავ დაიკარგნენ"-გვიყვება "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრები გლეხი, რომლისთვისაც 1500 ლარი დღემდე არ მიუციათ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავს იკავებს.

მისივე თქმით, მის სიტუაციაში სოფელში კიდევ რამდენიმე ოჯახია.

იგივე მდგომარეობაა სოფელ მამათშიც. აქაც რამდენიმე ოჯახი ანაზღაურების გარეშე დარჩენაზე საუბრობს:

"არა მგონია ახლა აგი ივანიშვილს ექნას მაგრამ ხომ უნდეა დაინტერესდეს კაცი რა ხდება მის საქმეში? ხუთი თვე დავრბივართ და აფერი"-ამბობს მამათელი გლეხი, თუმცა როცა იგებს რომ ჟურნალისტები ვგართ, საუბარს აღარ აგრძელებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42