25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მამის, ზვიად გამრეკელაშვილის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხვია ბაქრაძემ მკვლელობაში მონაწილეობა მოკლულის ერთ-ერთ შვილსაც მიაღებინა.
როგორც ზვიად გამრეკელაშვილმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, არასრულწლოვანი ფსიქოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მომხდარის შესახებ დეტალურად არ საუბრობს.
მისივე თქმით, გუშინ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, პოლიცია დაუკავშირდა და გამოკითხვაზე დაიბარა.
„ამ წუთებში მივდივარ პოლიციის განყოფილებაში, ჩვენება უნდა მივცე ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების ირგვლივ. ჩემმა მცირეწლოვანმა შვილიშვილმა გუშინ საღამოს თქვა, რომ ვეფხვია ბაქრაძემ აიძულა, ჩემი შვილისთვის დანა ჩაერტყა. ზედმეტი კითხვა ოჯახის წევრებს არ დაუსვამთ, რადგან ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ამ საკითხზე არ ვისუბროთ“- აღნიშნა მოკლული გოგონას მამამ.
ზვიად გამრეკელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ თამარ გამრეკელაშვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მის ოფიციალურ მეუღლესთან, რომელიც მისი თქმით, გოგონას დაკრძალვაზეც კი არ ჩამოსულა.
თამარ გამრეკელაშვილის მამა ირწმუნება, რომ მის სიძეს ბავშვების წართმევა უნდა, რომ „საზღვარგარეთ ბავშვების სახელით მოითბოს ხელი“.

გამრეკელაშვილი ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძე და თაკოს მეუღლე დაახლოებული პირები იყვნენ და "დედა-შვილს აკნინებდნენ".
„თამარი ფაქტობრივად ქმარს გაშორებული იყო. ის არ თანხმდებოდა ოფიციალურად განქორწინებას და ემუქრებოდა შვილებს წაგართმევო. ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავდა ირაკლის ჩემი ქალიშვილი. მეტიც, ის და ვეფხვია (მკვლლობაში ბრალდებლი) ერთმანეთთან დაახლოებულები იყვნენ და ერთმანეთს აქეზებდნენ - ცდილობდნენ დედა-შვილი დაეკნინებინათ...
არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემს გოგონას მისი ქმარი ხელითაც ეხებოდა, თუმცა ეს არავის უთქვამს ჩემთვის, უბრალოდ ვიცი როგორი ხასიათის ბიჭია. რაც შეეხება ვეფხვიას, ახლახან გავიგე, რომ თამარს ძალიან ცუდად ექცეოდა და არ არის გამორიცხული, რომ ხელითაც ეხებოდა“- განაცხადა ზვიად გამრეკელაშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციით, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მამინაცვალმა შვილების თვალწინ 13 აპრილს მოკლა.
საქმეში არსებული ჩვენებებიდან ირკვვევა, რომ ყელგამოჭრილი დედის გადარჩენას, 3 და 6 წლის ბავშვები ცდილობდნენ.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, მოკლულის და, თათია გამრეკელაშვილი წერს, რომ პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. მცირეწლოვანი ბავშვი, 4 წლის ძმასთან ერთად დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და როგორ დატოვა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი.
რაც შეეხება 63 წლის ვეფხვია ბაქრაძეს, ის გერის მკვლელობას აღიოარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში. თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა თამარ გამრეკელაშვილის შვილს აიძულა დედისთვს დანა ჩაერტყა და ეს სისასტიკე აყირებინა, მაშინ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






