"სახელმწიფო აქამდე აფინანსებდა სადღაც 700 უფასო ეკონომისტს. არ სჭირდება საქართველოს ამდენი ეკონომისტის დაფინანსება უფასო ფაკულტეტებზე, ეს რაოდენობა სახელმწიფოს პრიორიტეტებში არ უნდა იჯდეს, გაცილებით მნიშვნელოვანია ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და ბევრი სხვა მეცნიერების დაფინანსება გაზრდილი ოდენობით. დღეს არსებული მოდელი შეიცვლება, ახალი კი იქნება ორიენტირებული სახელმწიფოს პრიორიტეტებზე და იმაზე, რასაც სახელმწიფო ინტერესები, ბიზნესი მოითხოვს. აქამდე იყო უნივერსალური მეთოდი, როცა იყო ჩამოყალიბებული დიდი რაოდენობით უფასო ადგილი და წლიდან წლამდე გრძელდებოდა ამ სისტემით. ახალი ფორმატის შემუშავებაზე ჩემი კოლეგა, მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ალექანდრე თევზაძე მუშაობს. მიმდინარეობს შიდა განხილვები, რის შემდეგაც გამოვიტანოდ საჯარო დისკუსიებისთვის“, – განაცხადა მუღრულიამ.
დეტალურად, თუ როგორი იქნება ახალი მოდელი, ამის თქმისგან განათლების მინისტრის მოადგილე თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ახალი ფორმატი, იქნება არსებითად განსხვავებული. გარდა ამისა, მურღულიას განმარტებით, სიახლე მიმდინარე წლის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისთვის სავარაუდოდ ვერ მოესწრება და ამბობს, რომ არც ის იცის, როგორი იქნება წლევანდელი ფორმატი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებთან დაკავშირებით.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კანონპროექტი შემოდგომაზე გავიტანოთ პარლამენტში. წლევანდელ მიღებაზე ამის ორინტირება კარგი იქნებოდა მაგრამ… მომდევნო წლის მიღებაზე რომ ვიყოთ ორინტირებულები სჯობს, რათა გამოცდების ცენტრი რომ გამოაცხადებს მიღებას, უკვე ყველას შეეძლოს ამ ახალი სისტემის დანახვა და იქიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება. სრულად ამ რეფორმის ყველა კომპონენტი მომდევნო მიღებაზე ამოქმედდება“, – აღნიშნა თეიმურაზ მუღულიამ.
მასალის გამოყენების პირობები